ჰარუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა იბრძოლა, თუმცა... [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეოთხე დღე გაიმართა და ტოჩინოშინი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

ტოჩინოშინი დღევანდელ შეხვედრაში მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა. თავიდან აქტიურად უტევდა, თუმცა ბრძოლის დროს თავი იჩინა ტრავმამ, რითიც ტაკაკეიშომ უპირატესობის მოპოვება შეძლო და ქართველი ფალავანი ჰატაკიკომით დაამარცხა.


ტოჩინოჩინს 4 მატჩის ჯამში ჰარუ ბაშოზე საერთო ბალანსი 2-2-ზე აქვს.

ქართველი სეკივატორის მთავარი პრობლემა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის ნაწილობრივი გაწყვეტაა და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზობა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც ჯურიო
ლიგაში (რანგით მეორე) ასპარეზობს, აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა და ლიგის მე-7 ნომერი იორიკირით დაამარცხა.

გაგამარუს 4 შეხვედრის ჯამში 3 გამარჯვება და 1 მარცხი დაუგროვდა, რითიც ჯურიო ლიგაში შვიდ სუმოისტთან ერთად მეორე ადგილს იყოფს.

ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიუ იქნება, რომელთანაც ორი მოგება და ორი მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოსაგები ორთაბრძოლა იყო. დასანანი შეცდომა მოუვიდა, რას იზამ... ტრავმას რაც შეეხება, იქნებ ტრავმირებული ფეხი მაინც დააზუსტოთ - მარჯვენა აქვს შეხვეული და მარცხენააო, ჯიუტად წერთ... ტოჩი, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს! არ შედრკე! შენთან ვართ!
გელა
17:22 14-03-2018
1
არ რცხვენია, ასე "ჩაცმული" რომ გამოდის?
ra aris es?
15:04 14-03-2018
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული