ჰარუ ბაშო. V დღე: ქართველები დოჰიოზე ლიდერობენ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 15 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეხუთე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიუ იყო, რომელთანაც ორი მოგება და ორი მარცხი ჰქონდა. ქართველმა სეკივატორმა მეტოქე ძალიან მარტივად, ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა.


ლევანს ამ ბაშოზე 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, ის ტრავმით ასპარეზობს და გამაყუჩებლის თანხლებით უწევს ბრძოლა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, ის ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) კვლავ წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას და ამჯერად ლიგის მე-7 ნომერი ამაკაზე
იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.


გაგამარუს 4 მოგება და 1 მარცხი აქვს, გათამაშებაში კი მეორე ადგილს იკავებს ოთხ სუმოისტთან ერთად. თეიმურაზ ჯუღელმა თუ ასე გააგრძელა, მაკუუჩის დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) საგზურს მოიპოვებს.

ტოჩინოშინი 16 მარტს პირველ მაეგაშირა ენდოს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 2:3-ზე აქვს. გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ჰომარეფუჯი იქნება, ბალანსით 7:3-ზე ქართველის სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სამწუხაროდ, მასალებზე დაშვებული (და არდაშვებულიც) კომენტარები აჩვენებს, რომ არასერიოზულ საიტად ჩამოყალიბდით. ასე განაგრძეთ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ, ... ...! ;)
ჰმ
15 მარტი 2018 18:01
2
თავის საქმე თვითონ იცის იჭიდაოს თუ არა.მე მგონია კაცია, ქართველი და ერთი ადგილის მიცემა არ იცის.
zas.
15 მარტი 2018 17:22
0
ფაფარ აშლილი ლომი!
888
15 მარტი 2018 14:45
0
5-დან ოთხი შენი კომენტარია, საკუთარ თავს რატომ ედიალოგები ისევ და რას უმტკიცებ შიბლატროლო?
მაგი იგივეა, უდაბნოში მარტომ მიტინგი ჩაატარო და მასეთებს იცი რას ეძახიან ხალხურად?...
შიბლაურას! :DDDD
შიბლატროლის
15 მარტი 2018 14:24
6
წარმომიდგენია,რა ტკივილს უძლებს ეს ბიჭი.ძალიან მეეჭვება,გამაყუჩებელი მთლიანად აყუჩებდეს.ტკივილი კი, ძალიან ძლიერია ხოლმე.
სოსო
15 მარტი 2018 14:19
0
რომარ იჭიდაოს, რანგში დაქვეითდება
oeee-s
15 მარტი 2018 13:29
0
ტრავმა იმდენად სერიოზულია, გართულების შემთხვევაში სამწუხაროდ მოუწევს თავის დანებება სამუდამოდ
....
15 მარტი 2018 13:28
0
ბერდები და კრეტინიზმში გადაგდის დატროლვა შე პუტინის უბედურო.
პუტინსკის
15 მარტი 2018 13:20
3
არ მესმის რატომ ჭიდაობს გამაყუჩებლით? დაგინებულია? ტრავმა რომ გაურთულდეს არ ეშინია? თუ რითია ეს თავდადებს გამოწვეული, წესებია ასეთი?
oeee
15 მარტი 2018 12:54
4
რეიტინგიც ცვლილების თვალსაზრისით, ბრძოლის გამოტოვება ნებისმიერი მიზეზით წაგების ტოლფასია და იმიტომ.
N
15 მარტი 2018 13:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული