დღეს, 18 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მერვე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეექვსე გამარჯვება მიითვალა.
ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმს დაუპირსიპირდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი (3:2) ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა თავიდან თითქოს წონასწორობა დაკარგა, თუმცა შემდეგ შეხვედრა შემოატრიალა და მიტაკეუმი კატასუკაშის ილეთით დასცა დოჰიოს მიღმა.
შეგახსენებთ ქართველ სეკივატორს კუნთი აქვს გაწყვეტილი და გამაყუჩებლით ასპარეზობს. ისიც არ გამოვრიცხოთ, რომ როცა დადებით ბალანსს მიაღწევს და 8 შეხვედრას მოიგებს, შემდეგ უარი თქვას ასპარეზობის გაგრძელებაზე.
რანგით მეორე ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს გაგამარუ, რომელმაც დღეს ამინიშიკი ვატაშიკომით დაამარცხა. თეიმურაზ
მორიგ შეხვედრას ტოჩინოშინი მეოთხე მაგეაშირა შოჰოზანთან გამართავს, რომელთანაც დადებითი ბალანსი 11:5-ზე აქვს.
რაც შეეხება გაგამარუს მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი ნომერი კიოკუტაისეი იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:3-ზე აქვს.