ჰარუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა, კაჩიშოკის გაფორმება გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეათე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინი მესამეჯერ დამარცხდა.

ქართველი ფალავნის მეტოქე იაპონელი ოძეკი გოეიდო იყო, რომელიც ოსაკიდანაა, სადაც ჰარუ ბაშო იმართება. იაპონელს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ამას გავლენა არ ჰქონია ქართველი სეკიტორის მარცხზე.

გოეიდომ თავიდანვე დააკარგვინა ტოჩინოშინს წონასწორობა და შემდეგ მარტივად შეძლო ოკურიდაშის ილეთით დოჰიოს მიღმა ქართველის გადაყვანა. არადა, ლევან გორგაძეს დღეს რომ მოეგო, კაჩიშოკის (დადებით ბალანსს) ოფიციალურად გაიფორმებდა და მის ტიტულს ხუთი ტურით ადრე შეინარჩუნებდა.

ამარცხდა, კაჩიშოკის გაფორმება გადაიდო [VIDEO]" />
20.03.18. გოეიდო - ტოჩინოშინი

ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 7 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და ამჯერად ლიგის მესამე ნომერ აზამარიუსთან იორიკირით დამარცხდა. ჯამში თეიმურაზ ჯუღელს 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინს შემდეგი ბრძოლაც საკმაოდ რთული ელის. ამჯერადაც მისი მეტოქე ოძეკი იქნება. ტაკაიასუ, რომელთანაც ქართველს 7:8-ზე აქვს ბალანსი, ამ ბაშოზე წარმატებულად ასპარეზობს და 8 მოგება აქვს.

არანაკლებ რთული დაპირისპირება ელის გაგამარუს. მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი ნომერი ტაკაკაძე იქნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაგამარუს ამ სუმოისტთან დადებითი ბალანსი 13:6-ზე აქვს.

ჰარუ ბაშოს დასრულებამდე 5 დღე რჩება და შესაბამისად, ქართველებს წინ კიდევ 5 ბრძოლა ელით.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაჩიშოკი არა კომა კიდევ! კაჩიკოში!!! :))
Lasha Shev
21 მარტი 2018 08:52
0
ეს ბრძოლისთვის თავის არიდებას უფრო ჰგავს, რისთვისაც წაგება უნდა ეთვლებოდეს. მჯერა, რომ ლევანი ტიტულს შეინარჩუნებს.
ლიახვისპირელი
20 მარტი 2018 22:51
0
მაგას ჰენკა ჰქვია და მოსული პონტია მანდ ძმა....
მიროსან
21 მარტი 2018 12:51
0
მეგობრებო ეს ილეთი რითაც გოეიდომ მოუგო ჩვენს ბიჭს ყველაზე დიდ სირცხვილად ითვლება სუმოს სამყაროში და მერწმუნეთ ამით ლევანი ნამდვილად უფრო ამაღლდა. ეს არის გოეიდოს სრული "პაზორი". ანუ გვერდზე რომ გადიხარ შეტევის დასაწყისში.
zaza
20 მარტი 2018 17:41
0
შეგიძლიათ რომ ამიხსნათ, ბრძოლისთვის რომ ემზადებიან , უცებ რატომ ხტებიან და სახეს რატო იმშრალებენ?
გია
20 მარტი 2018 16:37
0
მადლობა
!!!!!!!!!!!!!!
21 მარტი 2018 05:33
0
ამას აქვს როგორც რელიგიურ-რიტუალური,ისე პრაგმატული მნიშვნელობაც, მთლიანობაში კი მეომრის სულიერ და ფიზიკურ სისუფთავეზე მიუთითებს.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
20 მარტი 2018 18:06
0
რა ძალა და ენერგია უნდა გქონდეს,რომ ყოველდღე შეუსვენებლივ იჭიდაო,თანაც ტრამვირებულმა. ფეხბურთელები თერთმეტი კაცი ერთად თამაშობენ და ისინი ვერ ახერხებენ შესვენების გარეშე თამაშს.
მიდი ძმაო, მიდი!
20 მარტი 2018 14:26
6
იმ "წამებში" ესენი იმხელა ფიზიკურ რესურს დებენ,რომ მთელი ტაიმი ეყოფა ფეხბურთელს.
Levani
20 მარტი 2018 17:37
0
ფეხბურთი 90 წუთი უნდა ითამშო ესენი კი წამებში ამთავრებენ ბრძოლას. ასე რომ ცუდი შედარება გამოგივიდა
reali
20 მარტი 2018 14:57
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული