ნაცუ ბაშო. პირველი დღე და ტოჩინოშინის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 მაისს ნაცუ ბაშო ოფიციალურად გაიხსნა და ტოჩინოშინმა გზა ოძეკობისკენ გამარჯვებით დაიწყო.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა შოჰოზანი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 12:5-ზე ჰქონდა. ქართველ ფალავანს რთული ბრძოლა გამოუვიდა, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად შოჰოზანი ჯერ ჰაერში აწია და შემდეგ დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, ტურნირის სტარტზე კოტოეკოსთან წუკიოტოშით დამარცხდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა იაპონელი აბი იქნება, რომელსაც არასდროს არ დაპირისპირებია. თუმცა შეიძლება ეს შეხვედრა არ შედგეს, რადგან აბის ტრავმა აწუხებს და თუ
ვერ იასპარეზებს, ამ შემთხვევაში ტოჩინოშინს მოგებად ჩაეთვლება. აბიმ დღეს იჩინოჯოსთან დაპირისპირება ოშიდაშით დათმო.

ხოლო გაგამარუ ჯურიო ლიგის პირველ ნომერს ონოშოს შეხვდება, რომელთანაც 1:1-ზე აქვს ბალანსი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამიხსენით დასაწყისში რომ უნდა შეერკინონ და უცებ დგებიან გარბიან თავიანთ კუთხეებში ეგ რა პონტია ))) ძაან სასაცილოდ კი აკეთებენ და რა არის მიხეზი???)))
ჯიგრულად
16:26 13-05-2018
2
წარმატებები ტოჩინოშინს! მალე მისთვის მიგველოცოს ოძეკობა, იმპერატორის თასთან ერთად.
ლევანი
15:07 13-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული