ნაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა მიჯრით მეორე შეხვედრაც იორიკირით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მაისს ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა, იაპონელი სუმოისტი აბი იყო, რომელთანაც ქართველს არასდროს არ ჰქონდა ნაჭიდავები. თავიდან იაპონელი არ აძლევდა მავაშში ხელის ჩავლების საშუალებას, თუმცა ბოლოს ლევან გორგოძემ მაინც დაიჭირა და დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინმა პირველ საშეჯიბრო დღეს ანალოგიურად მეორე მაეგაშირა შოჰოზანი დაამარცხა. ტოჩინოშინს 8 მოგება აშორებს ოძეკობამდე და დღევანდელი გამარჯვება მის კარიერაში საიუბილეო გამოდგა, რადგან მან 500-ჯერ გაიმარჯვა დოჰიოზე.

რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი
ნომერი, იაპონელი ოშონო იყო, რომელთანაც იორიტაოშის ილეთით დამარცხდა. გაგამარუმ ტურნირის დასაწყისშიც წააგო და ჯამში ორი მარცხი აქვს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი, 14:7-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი აზრით, იოკოძუნებთან შანსი არ აქვს, ოძეკთან და ძროხინოჯოსთანაც რთული ბრძოლა ექნება. მოკლედ ძალიან რთული იქნება მაგრამ იმედია ამდენი წლის შრომა დაუფასდება და შეძლებს ოძეკობის გამოწვევის შესრულებას.
გუგა80
09:15 15-05-2018
0
ეს გალაქტიონმა კი არ დააწესა სუმოს წესია, 30 მოგება უნდა დააგროვოს ბოლო სამ ბაშოზე რომ სეკივაკე ოძეკობაზე განიხილონ
სუმო
18:32 14-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული