12:38 14-05-2018
ნაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა მიჯრით მეორე შეხვედრაც იორიკირით მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა, იაპონელი სუმოისტი აბი იყო, რომელთანაც ქართველს არასდროს არ ჰქონდა ნაჭიდავები. თავიდან იაპონელი არ აძლევდა მავაშში ხელის ჩავლების საშუალებას, თუმცა ბოლოს ლევან გორგოძემ მაინც დაიჭირა და დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ტოჩინოშინმა პირველ საშეჯიბრო დღეს ანალოგიურად მეორე მაეგაშირა შოჰოზანი დაამარცხა. ტოჩინოშინს 8 მოგება აშორებს ოძეკობამდე და დღევანდელი გამარჯვება მის კარიერაში საიუბილეო გამოდგა, რადგან მან 500-ჯერ გაიმარჯვა დოჰიოზე.
რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი ნომერი, იაპონელი ოშონო იყო, რომელთანაც იორიტაოშის ილეთით დამარცხდა. გაგამარუმ ტურნირის დასაწყისშიც წააგო და ჯამში ორი მარცხი აქვს.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი, 14:7-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დიადი ტოჩინოშინი! შეგეწიოს წმინდა გიორგი, ლევან!
24
0
წარმატებები ლევან კიდევ ბევრჯერ გაგვახარე
15
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული