12:36 16-05-2018
ნაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინს მიტაკეუმის დასამარცხებლად დაფიქრებაც არ დასჭირდა [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 4:2-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა ის რამდენიმე წამში იორიკირით გადაიყვანა.
ტოჩინოშინს 4 დღის ჯამში 4 გამარჯვება დაუგროვდა და ნაცუ ბაშოს რამდენიმე სუმოისტთან ერთად ლიდერობს, მათ შორის არიან იოკუძუნა ჰაკუჰო, სეკივაკე იჩინოჯო და მეოთხე მაეგაშირა შოდაი. დღევანდელ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა იოკუძუნა კაკარიუმ, რომელმაც ტოჩინოშინის მიერ დამარცხებულ შოჰოზანთან ვერაფერი გააწყო.
რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მეოთხე ნომერი კოტოეკო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა და ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გამოდგა ამ ტურნირზე.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 8:7-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მაგარი კაცი ხარ ლევან, სტარტი გადასარევი გვაქვს და მჯერა ასევე გააგრძელებ ძმაო.
30
1
ბაშოს დასაწყისში, ერთ–ერი ინგლისურენოვანი კომენტატორის აზრი მოვისმინე. მან თქვა, რომ ამ ტურნირის მოგების სამი კანდიდატი არსებობსო: ტოჩინოშინი და ორივე იოკოძუნა. მე ვეთანხმები. შენ? :–)
29
0
მეცც :))
6
0
წარმატებები
23
2
ის "რიგითი მაეგაშირა" სადაა ნეტავ, რამდენიმე დღის წინ რომ წერდა ლევანს თავში აქვს ავარდნილიო DDDDDDD
20
1
მაგას ძამა ფრაერი თუ დაწერდა...:-) კაცი მიზანდასახულად ნაბიჯნაბიჯ მიდის ოძეკობისკენ და უნდა ეცადოს იოკოძუნებთან სხვატკამდე მაქსიმალურად მეტი მოგება დააგროვოს
12
0
ლევან საამაყო კაცი ხარ წამატებები ეგრე განაგრძე ეგ ბაშოც უნდა მოიგო
15
1
ასე მგონია,ლევანმა რაღაც ახალი დოპინგი გამოიგონა მეთქი.ხარისხის ასეთი მკვეთრი გაუმჯობესება,თანაც პატარა ბიჭი ხომ აღარ არის,საოცარია.
13
0
წინ, წინ
12
1
მოკლედ პუტინზე და შიშველ კაცებზე ეკეტება ამ 17 მაისას ჭკვა. :)
7
4
არ ვიცი შეიძლება მომეჩვენა მაგრამ მიტაკეუმი არ მიაწვა მონდომებით :) :)
5
8
მოგეჩვენა
8
2
რაღაც მძიმედ ადგამს ფეხს, ტრავმა ხომ არ მიიღო ისევ?
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული