ნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 მაისს ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ორივე ქართველმა სეკიტორმა დღე გამარჯვებით დაასრულა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი იუტაკაიმა იყო, რომელსაც არასდროს შეხვედრია და ამავდროულად, მეტოქეს ამ ბაშოზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ძალიან აქტიურად შეუტია და ქართველ ფალავანს გაუჭირდა უპირატესობის მოპოვება, თუმცა ბოლოს ილეთზე დაიჭირა და წუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია.

ქართველმა სეკიტორმა ექვსივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ბაშოს ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მარცხი განიცადა დიდმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც მესამე მაეგაშირა აბისთან დამარცხდა.

წარმატებული დღე
გამოდგა მეორე ქართველისთვის ჯურიო ლიგაში, გაგამარუმ ლიგის მესამე ნომერი კიუკუშუჰო ოშიდაშით დაამარცხა. მას ჯამში 4 მარცხი და 2 მოგება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც 3:3-ზე აქვს ბალანსი. ენდო ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს, მას სამი მარცხი და სამი გამარჯვება აქვს. ხოლო გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგაში ლიგის მესამე ნომერი ტაკანაშო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
იაპონიაში ნამყოფი ვარ და ზედმეტად სტუმართმოყვარე ხალხია.საიდან მოიტანე რომ უცხოელები არ უყვართ.რაც შეეხება სუმოს აქ ყველაფერი სამართლიანად ხდება რამდენიმე წელია მონღოლები იმარჯვებენ,მოიგო ბულგარელმა,ესტონელმა,ქართველმა. რატომ ცდილობ ამ ვაჟკაცური ერისთვის სახელის გატეხვას?
status quo-ს
18 მაისი 2018 14:23
7
არავინ არავის სახელს არ უტეხს, მეგობარო. ნათქვამია, კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო. იაპონია ერთ–ერთი დახურული ერია, სადაც უცხოელის ადაპტაცია არ არის ადვილი. ოძეკის და იოკოძუნას წოდების მინიჭებისთვისაც, სპეციალური კომიტეტი მარტო სპორტულ მიღწევებს კი არ უყურებს, არამედ იმასაც, რამდენად ღირსეულია ადამიანი და რამდენად კარგად ესმის მათი ტრადიციები და ღირებულებები. ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ერია საკუთარი განუმეორებელი თავისებურებებით.
N
18 მაისი 2018 14:41
0
სტატუსქვოსაც ვეთანხმები და შენც. მართალია ძალიან სტუმართმოყვარე და ვაჟკაცი ხალხია, მარა აქვთ მკვეთრი ზრვარი რის მიღმაც არ შეგიშვებენ. მათი კულტურა მათია და მორჩა... მე მგონი აქ სუმოს სახელის გატეხვა არ უნდოდა უბრალოდ იაპონელების პრინციპულობას გაუსვა ხაზი და იმას თუ რა ძნელია მათივე კულტურის ნაწილად რომ გაღიარონ - ანუ ტოჩის ვაჟკაცობას. P.S. არც სტატუსქვო ვარ და არც მისი ადვოკატი...
Irakli Apkhaidze
18 მაისი 2018 14:38
0
ლევანი ერთპიროვნული ლიდერია, რა ჰაკუჰოსთან ერთად?.. ჰაკუჰომ წააგო
Irakli Apkhaidze
18 მაისი 2018 13:05
1
პალიტრატვ-ზე, ამბები.გე-ზე და კვირისპალიტრა-ზე არ გყოფნის დაუღალავი პროვოკატორობა ლგბტ-ე თემაზე თავად 17 მაისა პროვოკატორო და ეხლა სპორტულ საიტზე დაგიწყია ცეცხლზე ნავთის დასხმა ოფოფებ გაფრენილო შიბლაკაცავ.
ადამიანურად მილოცვაც რომ არ შეგიძლია გამოპუტინოიდებულის სინონიმო.
17 მაისა ტროლო
18 მაისი 2018 13:13
32
რა დღეში გაქვს ნერვები მურთაზ?! გადი გარეთ ცოტა ჰაერი ჩაყლაპე დაიწყნარე ნერვები ყველგან ერთი და იგივე სისულელეს რომ აკომენტარებ
GIO
18 მაისი 2018 14:25
0
ადმინ არ წაშალო მერე რა რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერს მთავარია ლგბტ მხარდამჭერია. დიიდო დემოტრაკო სად წაიკითხე მაინც სხვაგან ჩემი კომენტარი ან რა ნახე ამ კომენტარში პროვოკაციული.
912
18 მაისი 2018 14:13
0
დღეს რა მაგრად გაგიჭედია გამოპუტინოიდებულის სინონიმო, 14-დან 13 კომენტარი ასიანი შენი ნაბოდვარია ისევ აქ, როგორც ამ ჰოლდინგის ყველა საიტებზე დღეს გაკეთებული კომენტარების 99.9%-ი, თუ მასე ჭედავ და გაწვალებს შემქმნელი ყოველ დღიურად, 65 წლის ტროლისთვის გაჭედვების ყველაზე კარგი წამალი იცი რაც არის, ქენი ბარემ მადლი... შენც დაისვენებ და ძალიან ბევრსაც დაასვენებ 17 მაისა ფანტომასო.
ნორმალურ ჭკუაზე რომ იყო ფანტომას არ დაირქმევდი შიბლაკაცავ. DDDDDDDDD
17 მაისა ტროლო
18 მაისი 2018 15:04
24
ისე დააკონკრეტე ვის წერ ვერ გავიგე რა გინდა რას ბოდიალობ საერთოდ ან საიდან ამტკიცებ ვინ ვარ და რამდენი წლის ვარ... დაწყნარდი გაიარ-გამოიარე ვინმე შენნაირ ლგბტ-ს შეხვდები და დაგამშვიდებს
912
18 მაისი 2018 15:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული