ნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 მაისს ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ორივე ქართველმა სეკიტორმა დღე გამარჯვებით დაასრულა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი იუტაკაიმა იყო, რომელსაც არასდროს შეხვედრია და ამავდროულად, მეტოქეს ამ ბაშოზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ძალიან აქტიურად შეუტია და ქართველ ფალავანს გაუჭირდა უპირატესობის მოპოვება, თუმცა ბოლოს ილეთზე დაიჭირა და წუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია.

ქართველმა სეკიტორმა ექვსივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ბაშოს ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მარცხი განიცადა დიდმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც მესამე მაეგაშირა აბისთან დამარცხდა.

წარმატებული დღე
გამოდგა მეორე ქართველისთვის ჯურიო ლიგაში, გაგამარუმ ლიგის მესამე ნომერი კიუკუშუჰო ოშიდაშით დაამარცხა. მას ჯამში 4 მარცხი და 2 მოგება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც 3:3-ზე აქვს ბალანსი. ენდო ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს, მას სამი მარცხი და სამი გამარჯვება აქვს. ხოლო გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგაში ლიგის მესამე ნომერი ტაკანაშო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მისაბაძი მაგალითი ასეთი ადამიანების პოპულარიზაცია საჭირო უნდა ესაუბრებოდნენ ბავშვებს თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას და რამხელა შრომაა ამისთვის საჭირო რაც იაპინიაში ალბათ ხდება კიდეც ჩვენგან განსხვავებით. აბა აქაური ტელევიზიები მარტო ლგბტ და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების პროპაგანდას ეწევა მომავალი თაობა ფეხებზე კიდიათ
912
18 მაისი 2018 12:52
1
გაგიმარჯოს ბიძია სიმართლის თქმისთვის,მე არ მიყურებია რომ ლევანს ვინმე ჟურნალისტი შეხვედროდეს და ინტერვიუ აეღოს.
zas.
18 მაისი 2018 13:07
0
მოკლედ საქმე ისე მიდის უკეთესი რო სრ შეიძლება... ფორა უკვე აქვს ტოჩის და ახლა როგორ გამოიყენებს მასზეა დამოკიდებული...მთავარია იოკოძუნებთან შეხვედრამდე უდანაკარგოდ ან მინ. დანაკარგით მივიდეს...მანამდე თუ კიდე წაიფორხილეს ჰაკუჰომ და კაკურამ ხო მთლად გადასარევი...
მოკლედ როგორც ამას წინ დავწერე აქვს ტოჩის შანსი მეორედ გადაწეროს ისტორია და ლეგენდა გახდეს ევროპიდან, თუ მეორედ დადო თასი და ოძეკიც გახდა
მიროსან
18 მაისი 2018 16:09
0
ამ ბრძოლაში გამოჩნდა, რომ არამხოლოდ ძლიერია, არამედ გონიერიც! ძალიან ტექნიკურად მოიგო!
Tbilisi
18 მაისი 2018 14:35
0
ვთხოვ რა ამ გვერდის ადმინისტრაციას უმორჩილესად, ეს შიბლა ტროლს რო გაიძახის ავადმყოფია ვიღაცაა და დაბლოკეთ რა ამის კომენტარები, თქვენს გვერდზე შემოსვლა მეზარება უკვე ამის უაზრო კომენტარების გამო
გულშემატკივარი
18 მაისი 2018 15:21
2
იმან თუ თავისი კომენტარებით შეგვაწუხა, შენ მისი დაკომენტარებულის კრიტიკით. თუ გგონია რომ მისი ლანძღვის კითხვა გვსიამოვნებს?)))
dato
18 მაისი 2018 17:09
7
იაპონიაში ნებისმიერ თემაში წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია.უნდა იცნობდე იქაურ ტრადიციებს(რაც აუცილებელია),უნდა იცოდე იაპონური ენა კარგად, ტოკიოში 30 მილიონი ცხოვრობს და მთლიანად იაპონიის მოსახლეობა კი 120 მილიონს აცდა.იქ არ უყვართ უცხოელები და წარმოიდგინეთ რა ძალისხმევაა საჭირო წარმატებისათვის.
status quo
18 მაისი 2018 13:51
2
სრულად გეთანხმები! და თანაც, რა წარმატებისათვის?! როცა ასეთ ფონზე უცხოელს (ტოჩინოს) თვალებში შესციცინებენ და ეროვნულ გმირად ჰყავთ აღიარებული!!!
N
18 მაისი 2018 14:33
1
აუუ რა კაცია ტოო, შენ გენაცვალე კაცობაში, ქართველობაში და ქვეყნის სიყვარულში, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ კაცისგან! მადლობა შენ კარგო კაცო იმ სიხარულისთვის, რასაც ყოველ დილით გვანიჭებ. მადლობააა!
bmb
18 მაისი 2018 12:59
0
ჩემო მეგობარო,იაპონელებს ტურისტები და რამდენიმე დღით საქმეზე ჩასული ხალხი უყვართ და პატივს სცემენ,მაგრამ თუ იქ ცხოვრება დააპირე, მერე ყველაფერი იცვლება.ასეა ეს და რა ვქნა.მეც უდიდეს პატივს ვცემ იაპონიას და იაპონელებს და ბევრი რამ ვიცი მათზე.მარტო იაპონიაში ჩასვლა არ ნიშნავს ამ უდიდესი ერის დადებითი და უარყოფითი თვისებების ცოდნას.
სტატუს ქუო
18 მაისი 2018 17:24
0
ლევა შენ გენაცვალე, დილიდანვე რა კაი ხასიათზე მაყენებ ხოლმე კაცო.
B-52
18 მაისი 2018 14:09
0
მეტოქე აცრემლებული გაუშვა კი არა, კაცი ერთპიროვნული ლიდერია!!!
N
18 მაისი 2018 13:09
1
ძალიან ტექნიკურია! ყოჩაღ, კიდევ გვასახელა!
მერაბი
18 მაისი 2018 15:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული