ნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 მაისს ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ორივე ქართველმა სეკიტორმა დღე გამარჯვებით დაასრულა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი იუტაკაიმა იყო, რომელსაც არასდროს შეხვედრია და ამავდროულად, მეტოქეს ამ ბაშოზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ძალიან აქტიურად შეუტია და ქართველ ფალავანს გაუჭირდა უპირატესობის მოპოვება, თუმცა ბოლოს ილეთზე დაიჭირა და წუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია.

ქართველმა სეკიტორმა ექვსივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ბაშოს ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მარცხი განიცადა დიდმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც მესამე მაეგაშირა აბისთან დამარცხდა.

წარმატებული დღე
გამოდგა მეორე ქართველისთვის ჯურიო ლიგაში, გაგამარუმ ლიგის მესამე ნომერი კიუკუშუჰო ოშიდაშით დაამარცხა. მას ჯამში 4 მარცხი და 2 მოგება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც 3:3-ზე აქვს ბალანსი. ენდო ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს, მას სამი მარცხი და სამი გამარჯვება აქვს. ხოლო გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგაში ლიგის მესამე ნომერი ტაკანაშო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მისაბაძი მაგალითი ასეთი ადამიანების პოპულარიზაცია საჭირო უნდა ესაუბრებოდნენ ბავშვებს თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას და რამხელა შრომაა ამისთვის საჭირო რაც იაპინიაში ალბათ ხდება კიდეც ჩვენგან განსხვავებით. აბა აქაური ტელევიზიები მარტო ლგბტ და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების პროპაგანდას ეწევა მომავალი თაობა ფეხებზე კიდიათ
1
მოკლედ საქმე ისე მიდის უკეთესი რო სრ შეიძლება... ფორა უკვე აქვს ტოჩის და ახლა როგორ გამოიყენებს მასზეა დამოკიდებული...მთავარია იოკოძუნებთან შეხვედრამდე უდანაკარგოდ ან მინ. დანაკარგით მივიდეს...მანამდე თუ კიდე წაიფორხილეს ჰაკუჰომ და კაკურამ ხო მთლად გადასარევი...
მოკლედ როგორც ამას წინ დავწერე აქვს ტოჩის შანსი მეორედ გადაწეროს ისტორია და ლეგენდა გახდეს ევროპიდან, თუ მეორედ დადო თასი და ოძეკიც გახდა
მიროსან
16:09 18-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული