12:38 18-05-2018
ნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი იუტაკაიმა იყო, რომელსაც არასდროს შეხვედრია და ამავდროულად, მეტოქეს ამ ბაშოზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ძალიან აქტიურად შეუტია და ქართველ ფალავანს გაუჭირდა უპირატესობის მოპოვება, თუმცა ბოლოს ილეთზე დაიჭირა და წუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია.
ქართველმა სეკიტორმა ექვსივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ბაშოს ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მარცხი განიცადა დიდმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც მესამე მაეგაშირა აბისთან დამარცხდა.
წარმატებული დღე გამოდგა მეორე ქართველისთვის ჯურიო ლიგაში, გაგამარუმ ლიგის მესამე ნომერი კიუკუშუჰო ოშიდაშით დაამარცხა. მას ჯამში 4 მარცხი და 2 მოგება დაუგროვდა.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც 3:3-ზე აქვს ბალანსი. ენდო ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს, მას სამი მარცხი და სამი გამარჯვება აქვს. ხოლო გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგაში ლიგის მესამე ნომერი ტაკანაშო იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მოკლედ როგორც ამას წინ დავწერე აქვს ტოჩის შანსი მეორედ გადაწეროს ისტორია და ლეგენდა გახდეს ევროპიდან, თუ მეორედ დადო თასი და ოძეკიც გახდა