12:38 22-05-2018
ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]
AutoSharing Option
ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, 29 წლის იაპონელი ჩიოტაირიუ იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი, 3:2-ზე ჰქონდა. ქართველმა თავიდანვე ჩაავლო მავაშში ხელი და იორიკირით გადაიყვანა.
ქართველი სეკიტორი 10 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება და იმსჯელებს ტოჩინოშინისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე. ოძეკი არის სუმოს ტიტულებს შორის რანგით მეორე წოდება, ამაზე მაღალი იერარქია სუმოში არის იოკუძუნა.
ქართველი ფალავნის მდევარი კი 40-გზის ჩემპიონი, დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ არიან.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარესზობს, დღეს იორიკირით მარცხი განიცადა ლიგის მეშვიდე ნომერ სეიროსთან, რაც იმის მაუწყებელია, რომ გაგამარუ ნაცუ ბაშოს მაკე-კოშით (უარყოფითი ბალანსი) დაასრულებს, მას 8 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ლიგის მეორე ნომრობიდან მის დაქვეითებას.
ხვალ ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, იაპონელი კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი, 7:24-ზე აქვს. კოტოშოგიკუ მეხუთე მაეგაშირაა, რომელმაც ამ ბაშოზე 6 შეხვედრა მოიგო და 4 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ჭირიმე ლევან შენი!
12
0
ე კუკურას როდის ხვდება ნეტავი!?
4
0
იოკუძუნდა როგორ უნდა გახდეს?
2
6
იოკუძუნა
3
3
სად მთავრდება უდაბნო და იწყება სამოთხე ეს არის ბრწყინვალე ქართველის, და მის ბრწყინვალე მამას შექმნილი აქვს ,, გააგრძელე საქართველოს ის." და უფრო გასაკვირია, დღეს ეს კაცი ,, ქართული მარშის გვერდით რომ დგას!!!!
1
28
რა უდაბნო, რა სამოთხე, რა ქართული მარში, უგულშემატკივრე და დატკბი
19
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული