ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეათე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ მეათე მოგებით ოძეკობაზე განაცხადი გააკეთა.

ტოჩინოშინის
მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, 29 წლის იაპონელი ჩიოტაირიუ იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი, 3:2-ზე ჰქონდა. ქართველმა თავიდანვე ჩაავლო მავაშში ხელი და იორიკირით გადაიყვანა.

ქართველი სეკიტორი 10 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება და იმსჯელებს ტოჩინოშინისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე. ოძეკი არის სუმოს ტიტულებს შორის რანგით მეორე წოდება, ამაზე მაღალი იერარქია სუმოში არის იოკუძუნა.

ქართველი ფალავნის მდევარი კი 40-გზის ჩემპიონი, დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკარიუ არიან.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარესზობს, დღეს იორიკირით მარცხი განიცადა ლიგის მეშვიდე ნომერ სეიროსთან, რაც იმის მაუწყებელია, რომ გაგამარუ ნაცუ ბაშოს მაკე-კოშით (უარყოფითი ბალანსი) დაასრულებს, მას 8 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ლიგის მეორე ნომრობიდან მის დაქვეითებას.

ხვალ ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, იაპონელი კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი, 7:24-ზე აქვს. კოტოშოგიკუ მეხუთე მაეგაშირაა, რომელმაც ამ ბაშოზე 6 შეხვედრა მოიგო და 4 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ასეთი კაცი გვჭირდება ქართველებს ამან მაინც გაგვახაროს.ეს ათი დღეა ბედნიერი ვარ ისე როგორც ალბათ კიდევ ბევრი ჩემნაირი უბრალო ადამიანი.რამხელა სიხარული შეუძლია ერთმა ადამიანმა მიანიჭოს მთელ ერს და რა სუფთაა ეს ყველაფერი
კოკა
22 მაისი 2018 14:46
0
"სად მთავრდება უდაბნო და იწყება სამოთხე" ვუსმენ და ვკითხულობ ძმებო თქვენს კომენტარებს. თვალები ცრემლით მევსება სიხარულისგან ერთ ჩვეულებრივ თავდაბალ კაცს რამხელა სინათლის შემოტანა შეუძლია ჩვენს გულებში. წინადადება შემომაქვს ტოჩის ჩემპიონობა და ოზეკობა სადმე თითო ჭიქით ავღნიშნოთ.
დავითი.
22 მაისი 2018 14:22
0
ხვალინდელი ბრძოლის მოლოდინში, წარმატებები ვუსურვოთ ლევანს! ახალი ტიტულიც მიგველოცოს!
მერაბი
22 მაისი 2018 13:14
0
ბრავოოოოოოოო! შესანიშნავია!
მოკლედ, ეს ჩვენი ტოჩი ისე იოლად იგებს ბრძოლებს რომ ნერევიულობა მინდა და არც მაძლევს ამის საშუალებას
qomagi
22 მაისი 2018 12:46
0
შეგიძლია ხვალინდელზე ინერვიულო ჩემთან ერთად :)
კახა
22 მაისი 2018 13:04
0
ამხელა უარყოფითი ბალანსი თუ ქონდა კოტოსთან არ მეგონა... წარმატებები ტოჩი ხვალ
გულშემატკივარი
22 მაისი 2018 13:07
1
ფაქტიურად ხვალ, ამ უხერხულ სიმონასთან ბრძოლაში წყდება იმპერატორის თასის მეორედ მოპვების ბედი. ხვალ 11/11-ს ვგულშემატკივრობთ ყველა!
მერაბი გ.
22 მაისი 2018 14:50
0
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ლევან, დიდ სიხარულს გვანიჭებ
გია-11
22 მაისი 2018 15:10
0
მართალია ცუდი ბალანსი აქვს კოტოშოსთან, მაგრამ ტოჩი პროგრესირებს ის კი რეგრესირებს. ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ტოჩიმ მოიგო. თუმცა ხელწამოსაკრავი კოტოშო ნამდვილად არაა. ამის მაგალითია ისიც, რომ დღეს მაგასთან იოკოძუნა კაურიუმ ჰენკა იკადრა :)))
levan
22 მაისი 2018 13:36
0
დიდება ტოჩის ამ სპორტის ანაბანას ქართველები ეხლა ვიგებთ ნელნელა შენ მგონი წესიერად გაგებას არც გვაცლი ისე გახდები ლეგენდა .
ako
22 მაისი 2018 20:51
2
ვულოცავ ლევანს გამარგჯვებას! მთავარი მონღოლების დამარცხებაა, წარმატებები. სამბოზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. მიუხედავათ იმისა რომ, რუსებთან სამიდან სამი ფინალი წავაგეთ, საერთო გუნდურ ჩათვლაში მაინც გავუსწარით რუსებს. 45 ქულა 44 –ის საპირწონეთ. 1991 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მეორედ მოხდა როცა პირველ გუნდურ ადგილზე გავედით. რუსები რომ არ წერენ ამის თაობაზე გასაგებია ( საბრძოლო სამბოში უკრაინელებთან მარცხი აღიარეს, სხვათა შორის პირველად მოხდა, როდესაც რუსებმა პირველი გუნდური ვერ აიღეს.), მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ?!....ურთიერთშეხვედრებშიც გვაჯობეს მართალია (2 : 4),ოქროს მედლებითაც, მაგრამ გუნდური პირველი ადგილი, მაინც ისტორიული შედეგია.
ლაშა L.S.R.
22 მაისი 2018 17:29
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული