ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
დევკაცი ხარ ლომო გენაცვალე გულში...
basho
24 მაისი 2018 13:08
0
12/12 საღოლ ლევან
ლევანი ლეგენდა
24 მაისი 2018 13:24
0
გენაცვალე ქართულ გულში.
კახა
24 მაისი 2018 13:10
0
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა!
ამაყი
24 მაისი 2018 13:09
0
რა დავწერო არ ვიცი მონღოლეთს მუსრი გავლო ამ კაცმა აი ვი რეკლამირებაა საჭირა და არ მინავლებული ნარკომანების. ქება და ქება.
soso
24 მაისი 2018 15:19
1
შენ გაიხარე!ღმერთი შნსკენსკენ!წინ გამარჯვებისაკენ!
paata
24 მაისი 2018 13:47
0
ლომიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!! გილოცავთთთთთთთთთთთთთთ!!! ეს სასწაულია უკვე. ამ კაცის შემჩერებელი არავინაა!!!!!!!!!!!!
zako
24 მაისი 2018 13:21
0
ლევან გილოცავ, გაიხარე, მთელი საქართველო შენთანაა, სულ გამარჯვებით ჩაგემთავრებინოს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირი.
გაიოზ გოშაძე
24 მაისი 2018 13:20
0
ვახ შენ გენაცვალე გატეხავს ნავსს თქო ვიძახდი
gulshematkivari
24 მაისი 2018 13:10
0
აი ვინ აკეთებს ქართულ საქმეს ღმერთმა გაგიმარჯოს მომავალო იოკუძუნა
bednieri saqartvelo
24 მაისი 2018 17:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული