ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
ოხ შენ გენაცვალე კბილები გავაღრჭიალე ემოციებიგან ჩვენი მეფეების სულები გლოცავენ გეწევა ლევა მონღოლების დამარცხებისთვის ეს ათას პროცენტიანია,
zaza
24 მაისი 2018 15:24
1
კკურიუსაც ზედ მიაყოლებს და ამ ბაშოს წაუგებლად დაასრულებს
dato
24 მაისი 2018 13:20
0
შენი ჭირიმე, შენია!
დოჰიოს ვინ შერჩენია?
მხოლოდ ლევანის მარჯვენა,
საგმირო საქმე გვაჩვენა!
qomagi
24 მაისი 2018 13:34
0
გენაცვალე ქართულ გულში
კახა
24 მაისი 2018 13:15
1
Saswauli shegrzeba iyo ai sawauli ra...yohag jigarixar levan martla kinagam gadavyevi nerviulobit....
Janvaljani
24 მაისი 2018 13:12
0
გენაცვალეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!
იასონი
24 მაისი 2018 13:09
1
გენაცვალე!!! ძალიან მაგარი კაცია!!!
წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!!
დათო
24 მაისი 2018 13:18
0
.,,სიტყვებს ,სიტყვებს ,ვერ ვპოულობ შენსა შესაფერსა დავდუმდები და დუმილით გეტყვი ყველაფერსა
temo
24 მაისი 2018 13:19
1
შენ გენაცვალე ტოჩი,სიამაყე ხარ საქართველოსი.
ფ.კ.სამგურალი წყალტუბო
24 მაისი 2018 16:37
0
ბრავო ტყოჩი შენ ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხარ!!!
gurami
24 მაისი 2018 13:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული