ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
მოკრძალებული თხოვნაა,ეს თათრული ’’საღოლ’’ ამოვაგდოთ ქართულიდან.ქართველ ვაჟკაცს ქართულად მივულოცოთ ეს დიდი გამარჯვება.
546
24 მაისი 2018 14:13
5
ოკ, შემდეგში აფერუმს დავუწერ:):)
გოჩა
24 მაისი 2018 14:50
4
სრულებით ვეთანხმები თქვენს ინიციატივას!
roger that
24 მაისი 2018 15:36
1
ყველა გამოხმაურება
ვერ ვიხსენებ გულშემატკივრობის დროს, ასე გული როდის მიძგერდა. ღმერთმა გაახაროს ეს ადამიანი ათმაგად, როგორც ჩვენ დღეს გაგვახარა!!!!
მადლობა ლევანს ასეთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის.
ამაყი
24 მაისი 2018 15:41
0
უხ შენ გენაცვალე ღირსეულო ადამიანო,მე ვამაყობ შენისთანა ღირსეული ვაჟკაცით,ისევე როგორც ყველა შენი ქართველი გულშემატკივარი!!!! მადლობა!!!!
ბათუ
24 მაისი 2018 15:48
0
სასწაული ბრძოლა იყო..ბრავო ტოჩის ლეგენდა იყავი ქართველებისთვის, ახლა სუმოს ლეგენდა ხდები..სიტყვები ზედმეტია!
Chaachi
24 მაისი 2018 13:27
0
იმხელა ვიღრიალეთ სახლში ბავშვი გადამერია და იმანაც არანაკლები ოვაციებით აღნიშნა ლევანის ისტორიული გამარჯვება. ლევან შენ არ ვიცი მოკლედ რა... შენ ვერ წარმოიდგენ რამდენს აკეთებ საქართველოსთვის, ჩვენი მენტალიტეტის გაჯანსაღებისა და თვითრწმენის ბოლომდე აღდგენისათვის! მადლობა დიდო კაცო ამისთვის!
b-52
24 მაისი 2018 14:09
0
ყოჩაღ, ღმერთმა გაგაძლიეროს ვამაყობ შენით როგორც უბრალოდ ქართველი. ღმერთმა ათასმაგად დაგიბრუნოს ის სიხარული რასაც ჩვენ განვიცდით ამ ვიდეოებს რო ვუყურებთ.
ბრძოლა კი ისეთი დაძაბული იყო ბოლოს სიხარულისგან ცრემლები მომადგა .
საღოლ-საღოლ ვყვიროდი შუა ოფისში :)))
მესხი
24 მაისი 2018 13:52
0
ეს არ არის მხოლოდ დიდი სპორტული წარმატება. ეს არის ის, რომ რაღაც წილად იაპონური კულტურის თანაზიარები გავხდით. იმა საქმეს, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროები პროტოკოლებითა და ბიუროკრატიით წლები უნდებიან და საბოლოოდ ან გამოდის ან არა ამ კაცმა სულ სამი ბაშო (თვენახევარი) მოანდომა, ღმერთმა დიდი სიკეთე მისცეს
სერგია
24 მაისი 2018 14:43
1
შენ გენაცვალე ქართველო, გვეამაყები, გმერთმა ამრავლოს შენაირი ქართველები, გაუმაჯოს ლევანს და გაუმარჯოს საქართველოს.
ემიგრანტი
24 მაისი 2018 19:58
0
-მალე იოკუძუნობა მოგველოცოს!
დავითი.
24 მაისი 2018 13:55
0
ასეთი სუპერჯახი ჰოლივუდის ფილმებშიც კი არ მინახია. ორივემ დაგლიჯა!
ლომთა ჭიდილი
24 მაისი 2018 13:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული