ტოჩინოშინის საჩემპიონო შანსები ნაცუ ბაშოზე - 4 შესაძლო სცენარი

AutoSharing Option
დღეს ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს მოულოდნელად იაპონელ შოდაისთან დამარცხდა.

ქართველის ამ მარცხმა ბევრს გაუჩინა კითხვები, იმპერატორის თასის მოგების რა შანსი რჩება ტოჩინოშინს?

თავდაპირველად გავეცნოთ სატურნირო ცხრილში ლიდერთა სიას:

  • ტოჩინოშინი - 12 გამარჯვება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა კაკურიუ - 12 გამარჯვება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 გამარჯვება, 2 მარცხი

ახლა კი განვიხილოთ შანსები. მოსალოდნელი სცენარის განვითარების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ.

1 სცენარი:
ტოჩინოშინი 26 მაისს კაკურიუს ამარცხებს, იგებს 27 მაისის ბრძოლასაც და ხდება ჩემპიონი.

2 სცენარი:
ტოჩინოშინი 26
მაისს კაკურიუს უგებს, მარცხდება 27 მაისის ბრძოლაში და ინიშება დიდი ფინალი, ტოჩინოშინსა და ჰაკუჰო-კაკურიუს წყვილში გამარჯვებულს შორის.

3 სცენარი:
ტოჩინოშინი კაკურიუსთან მარცხდება და იგებს 27 მაისის ბრძოლას. თუ კაკურიუ 27 მაისის ბრძოლაში დაამარცხებს ჰაკუჰოს, კაკურიო ხდება ჩემპიონი.

4 სცენარი:
ტოჩინოშინი კაკურიუსთან მარცხდება და იგებს 27 მაისის ბრძოლას. ამ შემთხვევაში ვგულშემატკივრობთ ჰაკუჰოს კაკურიუსთან დაპირისპირებაში. თუ ამ ბრძოლას 40-გზის ჩემპიონი მოიგებს, ინიშნება ფინალური მინი ტურნირი: ტოჩინოშინს, ჰაკუჰოსა და კაკურიუს შორის.

▶ ნაცუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა იმპერატორის თასის მოგების მთავარი ფავორიტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი ფალავნის დიდი იმედი მაქვს, მას შეუძლია მოიკრიბოს ძალები ბოლო ორ შეხვედრასი და გაგვახაროს მთელი საქართველო. უფალი შეგეწიოს ლევან. საქართველოსთვის ჩემპიონობით მოგელოცოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე.
გაიოზ გოშაძე
21:07 25-05-2018
0
ქვის გული ხომ არ აქვს არა ჩვენთან რა ხდებოდა ვისაც სუმო არ ესმის ბოლომდე იმათან რა ხდებოდა ხო წარმოგიდგენიათ ბატონი ლევანი როგორ ემოციებში იქნებოდა ასეთი ემოციები სამწუხატოდ ხშირად ცუდ საქმეს აკეთებს არ არის ადვილი მთელი იაპონია მთელი საქართველო შენზე რო საუბრობს ემოციებისგან იცლები რასაც მოყვა ის შედეგი თუმცა ერთი პლიუსი ის არის რომ ისევ ყველაფერი ჩვენს ხელშია და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ერთი წაგება გვქონდა რეზერვში კაკაურისთან მირჩევნოდა ცუდ ვარიანთში თუმცა ეხლა ცუდ ხასიათზე მყოფი უფრო საშიშია
ნოდო
22:10 25-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული