ტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში

AutoSharing Option
დღეს, 30 მაისს, ლევან გორგაძემ ოფიციალურად დადო ოძეკის ფიცი და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას.

ჩვენი დროით დილის ექვს საათზე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

იაპონური ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის წევრები ლევანის კლუბს, კასუგანოს ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი კლუბის პრეზიდენტის თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რის მიხედვითაც, დღეიდან ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მფლობელია.

ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად
დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.

altტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონია [VIDEO+PHOTO]


ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.

altთივა რომ არ გვეყიდა, მთაში თიბავდა და მოჰქონდა - ინტერვიუ ტოჩინოშინის დედასთან

altტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 28 /
გადასარევად ჟღერს – ქართველი ოძეკი
ენიო
17:35 30-05-2018
0
Ox shen genacvale levan qatul gautexel sulshi xelmotexili kaci odzeki gaxdi da jamteli ras izav bumberazo qartvelo lomo. Shen gaixare qartuli eris gaertianebistvis yvela ertad dadga didi tu patara da sheni gulshematkivrebi gavxdit gmertma mogces jani da jamteloba rom kidev araertxel gagvaxaro qartvelo lomo
giorgi
16:18 30-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული