თივა რომ არ გვეყიდა, მთაში თიბავდა და მოჰქონდა - ინტერვიუ ტოჩინოშინის დედასთან

AutoSharing Option
ლევან გორგაძის დედა ნუნუ მარქარაშვილი ვებგვერდ mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ტოჩინოშინის ბავშვობის წლებს იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორი ბუნების ბავშვი იყო ლევანი, ბიჭები ხომ ცელქები, მოუსვენრები არიან, რთული იყო მისი აღზრდა?
- სიმართლე რომ გითხრათ არ იყო ძალიან რთული აღსაზრდელი ბავშვი. რასაც ვეუბნებოდი, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა ყველაფერს. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ბავშვი იყო. ოჯახის წევრების მიმართ ბავშვობიდანვე მზრუნველობას იჩენდა... ძალიან ცელქი არა, მაგრამ ღონიერი ბავშვი იყო და ეს ძალ-ღონე დადებითი მიზნებისკენ მივმართეთ.

- გაიხსენეთ,
რა გზა გაიარა, სანამ ამ ყველაფერს მიაღწევდა, რა შრომა, რისი მოთმენა და რისი გადატანა უხდებოდა?

- ურთულესი გზა აქვს გავლილი. სპორტის ამ სახეობას ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდება. ამდენს ვიდრე მიაღწევდა, მანამდე ძალიან დიდი გზა გაიარა. ვარჯიში ბავშვობიდან დაიწყო, ჯერ კიდევ ძეგვში ცხოვრებისას. თან 90-იანი წლები იყო და კარგად მოგეხსენებათ, როგორი სიდუხჭირე იყო...

იმდენად მონდომებული ბავშვი იყო, რომ სრულიად გადაუჭარბებლად გეტყვით, სპორტსმენად იყო დაბადებული. სოფელში თავდაუზოგავად ვარჯიშობდა... შემდეგ წამოიზარდა და გულახდილად გეტყვით, ჩემი დაჟინებული თხოვნით, სამედიცინო ტექნიკუმში ჩააბარა. მეც მედიცინის მუშაკი ვარ და ჩემი პროფესია იმ გაჭირვებულ პერიოდში ძალიან დამეხმარა ბავშვების გაზრდაში. ამიტომაც მსურდა, ლევანიც ექიმი გამხდარიყო...

ლევანი ტექნიკუმში რომ სწავლობდა, პარალელურად "დინამოს" სტადიონზე დადიოდა და ვარჯიშობდა სამბოში. სერიოზული წარმატებები ჰქონდა... ტრანსპორტი ჭირდა. მაშინ 14-15 წლის ბიჭები უფრო ბავშვურები იყვნენ და მეც დავყვებოდი, ვარჯიშზე რომ მიდიოდა. მეშინოდა მისი მარტო გაშვება იმ არეულ წლებში. ხშირად იყო კურიოზული სიტუაციები. ბევრს ჩემი ძმა ეგონა, იმდენად მაღალი და დიდი იყო.

- ბავშვობიდან ჰქონდა მებრძოლი ხასიათი?
- დიახ... ძალიან გაჭირვებული ცხოვრება გავიარეთ და ლევანი ძალიან მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა. ოჯახზე ზრუნავდა და ბევრს შრომობდა ბაღში, ტყეში, შეშის მოსატანადაც კი დადიოდა... ჩემს მშობლებს ძროხები ჰყავდათ და 14 წლის ბავშვი მთაში ბალახს თიბავდა კაცებთან ერთად. რამდენიმე წელი ასე მოჰქონდა თივა, რომ არ გვეყიდა. თივის ფული არ გვქონდა...

altლევან გორგაძეს ტურიზმის საპატიო ელჩის სტატუსი მიენიჭა!

altსუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძემ ძლიერები მოილია



ინტერვიუ სრულად იხილეთ mshoblebi.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძვირფასი და საამაყო კაცი ხარ ლევან!
b-52
23:34 29-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული