მეტი პასუხისმგებლობა და VIP სტუმარი - რა უპირატესობები აქვს ტოჩინოშინს ოძეკის რანგში?

AutoSharing Option
რა უპირატესობები აქვს ოძეკობას სუმოს სამყაროში და რითი არის გამორჩეული?

ოძეკი სუმოს სამყაროს იერარქიაში რიგით მეორე წოდებაა, პირველი კი იოკუძუნაა, იგივე დიდი ჩემპიონი. ბანძუკეს წესების მიხედვით, სუმოს ჰყავს მინიმუმ ორი ოძეკი: ერთი აღმოსავლეთის მხარეს, მეორე დასავლეთით. შესაძლებელია მაკუუჩი დივიზიონში იყოს სამი ოძეკიც.

ამ ეტაპზე სუმოს სამყაროში ამ სტატუსის მატარებელი ორი ადამიანი იყო: იაპონელი გოეიდო გოტარო 2014 წლიდან და იაპონელი ტაკაიასუ აკირა 2017 წლიდან.

ოძეკის უპირატესობები:

  • სამი წლით სუმოს ასოციაციის წევრობის გარანტია, თუ ის ამ პერიოდში არ დაანებებს სუმოს თავს.
  • ის მიიღებს სპეციალურ ფინანსურ შეთავაზებას, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ აისახება
    მის საპენსიო ფონდზე.
  • მას ექნება გამოყოფილი პარკინგი სუმოს ასოციაციის შტაბში.
  • ტოჩინოშინს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სუმოს ასოციაციის პრეზიდენტის არჩევაში.
  • მას მიაბარებენ პერსპექტიულ ახალგაზრდა სუმოისტებს, რომელთა აღზრდაშიც მიიღებს მონაწილეობას.
  • მას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა სპეციალურ საცერემონიო რიტუალებში, რაც მხოლოდ ამ იერარქიის სუმოისტებს ძალუძთ.
  • ლევანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იოკუძუნას ბეჭდის ცერემონიაში.
  • ის მიწვეული იქნება VIP ადამიანების სტუმრობისას ან სუმოს ასოციაციის სტუმრობისას შინტოს ტაძარში.
  • მისი ხელფასი თვიურად საშუალოდ 25 000 დოლარზე მეტი იქნება.

ოძეკს აუცილებლად მართებს თითოეულ ტურნირზე კაჩი-კოშის დაფიქსირება (დადებითი ბალანსი), მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) შემთხვევაში შეიძლება ისევ სეკივაკეს პოზიციაზე ჩამოქვეითდეს.

altტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონია [VIDEO+PHOTO]

altტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს საყვარელ ადამიანს!!!
შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის!!!
დათო
31 მაისი 2018 12:53
0
რა პრივილეგიები აქვს იოკოძუნას რანგს და როგორ ხდება ოძეკი იოკოძუნა?
მერაბი
31 მაისი 2018 12:44
0
ამ ვაჯკაცისგან იუკოძუნობაც მოსალოდნელია.ძალიან მაგრა იჭიდავა მაისში უბრალოდ კაკურისთან ხელნატკენი იყო.უკვე დიდი ჩემპიონების დონეზეა
ჩემი აზრით.........
31 მაისი 2018 15:33
0
აი როგორ უნდა აქციო ეროვნული ჭიდაობა პრესტიჯულად და არა ისე როგორც დგეს საქარტველოშია ქარტული ჭიდაობა ბერუაშვილების საკვებ ობიექტად ქცეული და ტავს რომ ვიტყუებტ ვიტომ ვიტარდება
guru
01 ივნისი 2018 10:05
0
ცოტა გაუგებარი რაღაცეები წერია. ცოტა ხნის წინ, ექვსი ოძეკი ასპარეზობდა ერთროულად.
N
31 მაისი 2018 13:54
4
იოკოძუნას სტატუსს როცა იღება რიკიში, აღარ ქვეითდება იერარქიაში და კარიერის ბოლომდე უნარჩუნდება....
შეიძლება მხოლოდ კომისიამ შეუჩეროს, სუმოსთვის შეუფერებელი საქციელის გამო....

რაც შეიძლება იმას, თუ როგორ უნდა მოიმატოს რანგი ოძეკმა....
მიჯრით უნდა მოიგოს მინიმუმ ორი ბაშო მაინც
კონსტანტინე
01 ივნისი 2018 02:09
0
კარგი სტატიაა. გთხოვთ, იქნებ ოძეკის კარიერული განვითარების საფეხურების განხილვაც შემოგვთავაზოთ. ვიცი, რომ რასებობს 1-ლი ოძეკი, მე-2 ოძეკი და ა.შ. და ბოლოს ისიც გვითხარი რა უნდა გააკეთოს ლევანმა, რომ იოკოძუნა გახდეს.
ლაშა
31 მაისი 2018 19:05
0
გალაქტიონ, წადი მეორე კლასში დაჯექი და წერა ისწავლე.
odala
31 მაისი 2018 18:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული