ნაგოია ბაშო. V დღე: ტოჩინოშინმა ექსოძეკი კოტოშოგიკუც დაამარცხა და ლიდერობას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ივლისს, ნაგოია ბაშოს V საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძე პირველ მაეგაშირა ექსოძეკ კოტოშოგიკუს შეხვდა, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 8:24-ზე ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე ტოჩინოშინმა ის უვატენაგეს ილეთით დაამარცხა და წელს ჩატარებული სამი ბრძოლიდან სამივეში დაამარცხა.

ტოჩინოშინმა, ტრადიციულად, მავაშში ჩავლებაზე გააკეთა აქცენტი და ცალი ხელით დაიჭირა, თუმცა კოტოშოგიკუ დიდ წინააღმდეგობას უწევდა, ბოლოს კი ლევან გორგაძე თავისი ფიზიკური უპირატესობით გავიდა ფონს და იორიკირით გადაიყვანა დოჰიოდან.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომოსუბი ტამავაში იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს 15:7-ზე
აქვს ბალანსი. მონღოლთან წელს ჩატარებული სამი შეხვედრიდან ქართველმა ორში იმარჯვა და ერთხელ მეტოქე გამოვიდა გამარჯვებული.

ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ნაცუ ბაშოს გამარჯვებულმა იოკუძუნა კაკურიუმ, რომელიც ნაგოია ბაშოზე ფავორიტად მოიაზრებოდა. აგრეთვე ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა მეორე იოკუძუნა ჰაკუჰოც, რაც ტოჩინოშინის იმპერატორის თასის მოპოვების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ოძეკი ტოჩინოშინი - 5 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • სეკივაკე მიტეკეუმი - 5 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • ოძეკი ტაკაიასუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეოთხე მაეგაშირა კაისეი - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ენდო - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ჩიოტარიუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცხრე მაეგაშირა მიოგორიუ - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ტოჩიოზანი - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ასინოიამა - 5 ბრძოლა, 4 გამარჯვება
  • იოკუძუნა კაკურიუ - 5 ბრძოლა, 3 გამარჯვება

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-12 ნომერს, იაპონელ ჩიიონომისს შეხვდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გაგამარუს უარყოფითი ბალანსი 2:3 გაუხდა.

altტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ასეთ პირობებში, უკვე ბაშოს დაუმარცხებლად (15-0) მოგებაზეც შეიძლება ფიქრი! მიდი, ტოჩი, რამდენ ხალხს ახარებ, ძვირფასო, გინდა იქ და გინდა აქ!!!
0
ლევან შენ ვერც წარმოიდგენ რა კაცი გვყავხარ ყოველი დღე შენ გელოდებით და დიდი მადლობა რომ იმედებს არ გვიცრუებ დღევანდელ დღეს გილოცავ ეს ბაშო შენია და ბოლოს იოკოძუნობაც მომელოცოს...წარმატებები
მარი
13:27 12-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული