ნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 ივლისს, ნაგოია ბაშოს VI საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა პირველი მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე კომოსუბი ტამავაშის შეხვდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი 15:7-ზე ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონღოლთან წელს აქამდე ჩატარებული სამი შეხვედრიდან ქართველმა ორში იმარჯვა და ერთხელ მეტოქე გახდა გამარჯვებული.

ლევანი აქტიურად წავიდა მავაშზე და ცალი ხელით დაიჭირა, თუმცა მეორე მხარე დაუცველი დარჩა და ტამავაშიმ ის კოტენაგეს ილეთით დააგდო.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს 5:4-ზე აქვს ბალანსი. ბოლო ორ ბაშოზე იაპონელმა ორივეჯერ დაამარცხა ქართველი.

ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა იოკოძუნა კაკურიუ. მანამდე იმავე მიზეზით მოიხსნა იოკოძუნა ჰაკუჰოც.

altნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები გზას ვეღარ გადაუღობავენ

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • სეკივაკე მიტაკეუმი - 6 ბრძოლა, 6 გამარჯვება
  • ოძეკი ტოჩინოშინი - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • მეექვსე მაეგაშირა ენდო - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • მეცხრე მაეგაშირა მიოგორიუ - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება
  • მეცამეტე მაეგაშირა ასინოიამა - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-13 ნომერს, იაპონელ ტობიზარუს შეხვდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გაგამარუს უარყოფითი ბალანსი 2:4 გაუხდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ლევან მთავარია გული არ გაიტეხო, ყველაფერი კარგად იქნება.
საქართველოს სიამაყე ხარ, აბა შენ იცი, წინ ახალი გამარჯვებებისაკენ!
მანჩო
23:52 14-07-2018
0
ტოჩი, შენ ხო იცი, რო მთელი საქართველო შენ გვერდით დგას! შენ ხო იცი, რო ყველაზე მაგარი ხარ! ცოტა მეტი კონცენტრაცია და მომავალი შენია! მთავარია, ხვალ დააგდო შოდაი!
გელა
21:24 13-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული