ნაგოია ბაშო. XI დღე: გაგამარუმ "პატარა ტანკი" დოჰიოდან გადააგდო

AutoSharing Option
დღეს, 18 ივლისს, ნაგოია ბაშოს XI საშეჯიბრო დღის ორთაბრძოლები გაიმართა და რანგით მეორე ლიგაში გაგამარუმ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

თეიმურაზ ჯუღელი ნაგოია ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს. ამჯერად მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი ნომერი, 39 წლის ტაკაკეძე იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი, 15:6-ზე ჰქონდა.

გაგამარუს ნაცნობ მეტოქესთან ჭიდილი არ გასჭირვებია, "პატარა ტანკად" წოდებული მეტოქე ახლოსაც არ მიუშვა და ხელებით რამდენიმე ბიძგის შემდეგ ტაკაკეძე დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

ქართველ სეკიტორს უარყოფითი ბალანსი - 5:6-ზე აქვს. მას 3 გამარჯვება ესაჭიროება კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) გასაფორმებლად, ხოლო ორი
მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს და ჯურიო ლიგის მეცხრე ნომრობიდან დაქვეითდება.

რაც შეეხება მაკუუჩი დივიზიონს, სადაც ტრავმის გამო ტოჩინოშინმა ასპარეზობა ვერ გააგრძელა, კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს სეკივაკე მიტაკეუმი და ერთი მარცხით მისი მდევარი მეცამეტე მაეგაშირა ასონოიამა არის.

altნაგოია ბაშო. X დღე: გაგამარუ მაკე-კოშის გზაზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი, ნამდვილად გადააგდო. თან ლულაში მოჰკიდა ხელი და ისე... )))
burnuta
14:55 18-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული