ნაგოია ბაშო. XII დღე: გაგამარუ დამარცხდა და მაკე-კოშამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, ნაგოია ბაშოს XII საშეჯიბრო დღის ორთაბრძოლები გაიმართა და რანგით მეორე ლიგაში გაგამარუ მეშვიდეჯერ დამარცხდა.

თეიმურაზ ჯუღელი ნაგოია ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს. ამჯერად მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მეხუთე ნომერი, 23 წლის დაიშოჰო იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი, 1:2-ზე ჰქონდა.

გაგამარუ შეხვედრის დასაწყისშივე დამარცხდა, პირველი დაჯახებისას მეტოქესთან თავი ვერ შეიმაგრა და ხელებით დაეცა, დაიშოჰომ კი ცუკიოტოშით გამარჯვება ჩაიწერა.

ქართველ სეკიტორს უარყოფითი ბალანსი - 5:7-ზე აქვს. მას 3 გამარჯვება ესაჭიროება კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) გასაფორმებლად, ხოლო კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში მაკე-კოშს (უარყოფითი
ბალანსი) გაიფორმებს და ჯურიო ლიგის მეცხრე ნომრობიდან დაქვეითდება.

რაც შეეხება მაკუუჩი დივიზიონს, სადაც ტრავმის გამო ტოჩინოშინმა ასპარეზობა ვერ გააგრძელა, მას ლიდერობს სეკივაკე მიტაკეუმი.

altნაგოია ბაშო. XI დღე: გაგამარუმ "პატარა ტანკი" დოჰიოდან გადააგდო

მკითხველის კომენტარები / 2 /
მერედა, მაკუუჩის ამბებიც რომ დაწეროთ, აკრძალულია? თუ რაკი იქ ქართველი აღარ გამოდის, აღარავის აინტერესებს? ეგრე, რონალდომ რომელიღაც სასტუმროს თანამშრომლებს ბლომად ფული აჩუქაო, სასწრაფოდ რომ გამოგიქვეყნებიათ, ძალიან საინტერესო სპორტული სიახლეა? თუ იმ სასტუმროში სულ ქართველები მუშაობენ?
ზურა
18:06 19-07-2018
0
გალაქტიონ იქნებ კარგად გადაამოწმო ინფორმაცია და ისე დაწერო სტატია??? მიტაკეუმი დაუმარცხებელი აღარ არის... კომენტარების დაბლოკვაც არ არის ლამაზი ;)



სტატია დაწერილია გაგამარუს გამოსვლის შემდეგ , ჯურიო ლიგის შეხვედრები დაახლოებით ერთი საათით ადრე იმართება.
kvlav galaqtions
14:01 19-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული