სასიხარულო ინფორმაცია: ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ვარჯიში განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი nikkansports.com-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო გამოეთიშა. კერძოდ, ბაშოს მე-6 დღეს კომუსუბი ტამავაშის შეხვედრაში გორგაძეს მარჯვენა ფეხზე თითებს შორის მყესები გაუწყდა და იმ დროს სიარულიც კი უჭირდა.

altტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა

ამჟამად ტოჩინოშინი ტოკიოში, კასუგანოს კლუბის დარბაზში მსუბუქად ვარჯიშობს და ძირითადად, უკონტაქტო სავარჯიშოებს ასრულებს.

"როცა ბოლომდე ვიტვირთები, ტკივილს ვგრძნობ, თუმცა თანდათან უკეთესობა შეინიშნება", - აღნიშნა გორგაძემ ვებგვერდთან საუბარში.

იმ შემთხვევაში,

თუ ქართველ სუმოისტს ფეხი მოურჩა, შესაძლოა, მან აგვისტოში ზაფხულის ტურნეში მიიღოს მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ 9 სექტემბერს მორიგი ბაშო იწყება, სადაც ტოჩინოშინი ოძეკის წოდების დაცვას შეეცდება. ამისთვის მას მინიმუმ დადებითი ბალანსის მიღწევა სჭირდება.


altნაგოია ბაშოს შეჯამება - გაგამარუ, ტოჩინოშინი და მისი მეგობარი მიტაკეუმი

altრამდენი გამოიმუშავა და რა ელის ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოდან მოხსნის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ იჩქარო,ლევან.რეციდივს მოგცემს, ყველაზე უდროვო დროს.განიკურნე და შემდეგ გაზარდე დატვირთვები.მოასწრებ ფორმაში შესვლას.წარმატებები.
სოსო
10:13 06-08-2018
0
მალე გამოჯანმრთელება და წარმატებები ტოჩის!
georgian
16:52 02-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული