ნაგოია ბაშო ოძეკი ტოჩინოშინისთვის ნაადრევად დასრულდა.
ქართველმა ტამავაშისთან მარცხის შემდეგ ფეხის თითებთან მყესი გაიწყვიტა და ზაფხულის ბაშოს გამოეთიშა.
ნაგოია ბაშოს ნაადრევად მარტო ქართველი სეკიტორი არ გამოეთიშა, მასთან ერთად ტურნირი ასევე ტრავმების გამო იოკოძუნებმა ჰაკუჰომ და კაკურიუმ დატოვეს. ამ ეტაპზე ბაშოს მარცხის გარეშე სეკივაკე მიტაკეუმი ლიდერობს.
ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა
ფინანსები
რაც შეეხება ტოჩინოშინს, მან ამ ბაშოზე 61 კენშო გამოიმუშავა. თითო კენშო 60 000 იაპონურ იენს უდრის. ქართულ ვალუტაში თუ გადავიყვანთ - 1309 ლარი. ანუ ჯამში მან 79 849 ლარი გამოიმუშავა,
ტოჩინოშინს წელს ჩატარებულ ოთხივე ბაშოზე 423 კენშო აქვს გამომუშავებული, ანუ ჯამში მის მიერ მოპოვებული თანხა 553 602 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ტრავმას, ლევან გორგაძემ იაპონურ გამოცემებთან ინტერვიუში თქვა, რომ მოტეხილობა არ არის და შემდეგ ბაშოზე აუცილებლად დაბრუნდება.
ოძეკის ტიტული
ტოჩინოშინს ნაგოია ბაშოს დასრულების შემდეგ უარყოფითი ბალანსი 5-10-ზე აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ ბაშოზე, სექტემბერში მას აუცილებად მართებს დადებითი ბალანსის დაფიქსირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს და ბანძუკეს რეიტინგში დაქვეითდება.
ნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]