აკი ბაშო. V დღე: ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 სექტემბერს აკი ბაშოს V საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოს ჩემპიონს, მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი იაპონელთან 5:3-ზე გახდა, ხოლო ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი ამ დროისთვის 3:2-ზეა.

ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე იკიოსი იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი 9:4-ზე აქვს.

სამწუხაროდ, ჯურიო ლიგაში კვლავ დამარცხდა გაგამარუ. თეიმურაზ ჯუღელმა აზუმარუსთან შიტატენაგეს ილეთით წააგო. ამ დროისთვის გაგამარუს აკი ბაშოზე 1 მოგება და 4 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება.

altაკი ბაშო.

IV დღე: ტოჩინოშინს წარბი გაუსკდა, მაგრამ მაინც მოიგო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატომ არავინ წერთ, რომ გუშინ ექვსი ნაკერი დაუდიათო ტოჩინოსათვის წარბზე. ასეთ პირობებში, ბიჭი ხარ და გამოდი საბრძოლველად ამ დონის გოლიათებთან! სხვა მოიხსნებოდა შეჯიბრებიდან, მაგრამ ტოჩინო, ნახეთ, კიდევ რა ამბებს დაატრიალებს ბაშოზე!
N
13 სექტემბერი 2018 21:53
0
იკიოსი არა, იკიოი

აზუმარუ არა, აძუმარიუ
paata
13 სექტემბერი 2018 14:09
0
არ დანებდე ტოჩი!!! წინ ბევრი გამარჯვებაა.
ალექსანდრე
13 სექტემბერი 2018 14:01
0
ლევანს ეტყობა რომ სასურველ კონდინციებში აშკარად არ არის. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მისი ძირითადი იარაღი მხოლოდ მავაშის ჩავლება და ძლიერი მიწოლაა. ღონით მასზე ძლიერი რიკიში დღევანდელ სუმოს სამყაროში არ არის. ზვავივით მოდის რასაც ქვია. მაგრამ ძალიან აკლია სისხარტე და სხეულის ბალანსი. თუნდაც ის ბრძოლა რომელიც გუშინწინ წააგო, რა დასანანი იყო. რასაც ქვია თავზარივით დაეცა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ის სხარტად გამოეცალა და ლევანმა თავი ვეღარ შეიკავა. იგივე მოხდა წინა ბაშოზე როდესაც წააგო და თან ტრავმაც მიიღო. ეს მართლაც ამ ბოლო ბერიოდის უძლიერესი ბაშოა. რომ დავაკვირდეთ იოკოძუნები სწორედ კლასის ხარჯზე იმარჯვებენ. დასაწყისშივე ტაჩიაის (ანუ პირველ შეტაკებას) იგებენ და ამის მეშვეობით მაშინვე შეტევისათვის ხელსაყრელ პოზიციაში დგებიან. აღარაფერს ვამბობ თითქმის წაგებული ბრძოლების შემოტრიალებაზე, რომელიც სხეულის კოორდინაციისა და ბალანსის დამსახურებაა. სამწუხაროდ მხოლოდ ღონის ხარჯზე შედეგს ვერ მივაღწევთ. თუნდაც იგივე მიტაკეუმმა დღეს რით აჯობა ლევანს - ღონით მასზე ძლიერი არანაირად არ არის, მაგრამ პირველი ტაჩიაი მოუგო და შეტევისთვის ბრწყინვალე პოზიციაში აღმოჩნდა. ღონით მასზე ბევრად ძლიერ ლევანს შემდეგ მიწოლაში აჯობა. მე ვფიქრობ, რომ ლევანმა დადებითი ბალანსი უნდა გაიფირმოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. იმედია შეძლებს და ნოემბრის ბაშოს უკეთეს ფორმაში შეხვდება. მიტაკეუმი კი უეჭველად მომავალი იოკოძუნაა, ყველაფერი აქვს ამისათვის, მათ შორის ასაკიც.
ანესთეზეოლოგი
13 სექტემბერი 2018 13:54
0
ძალიან უიღბლოდ დაიწყო დღე.გაგამარუმ წააგო,ტოჩიმ წააგო,ძიუდოში ყიფშიძემ პირველივე წააგო,ნოზაძემაც,ხუბაშვილ.ერთი პაპინაშვილმა მოიგო პირველი ბრძოლა და ისიც ბალარჯიშვილთან.ავსტრიის სახელია მოჭიდავე ვახიდ ბორჩაშვილმა დამატერბითი დროის 4 წუთის შემდეგღა შესძლო გდების გაკეთება და გამარჯვება ძალიან მძიმე ბრძოლაში.
სოსო
13 სექტემბერი 2018 13:21
0
მაინტერესებს და ერთი "ჩაინიკური" კითხვა მინდა დავსვა, მაგ: ფეხის დადება; ფეხში შესვლა და მეტოქის ისე წაქცევა; ან "ილეთისთვის" მუხლზე დადგომა...
სუმოს ჭიდაობაში ასეთი რამის გაკეთება ნებადართულია?
მადლობა წინასწარ
აჩი
13 სექტემბერი 2018 13:00
0
არა
მენტორი
13 სექტემბერი 2018 16:13
0
არაუშავრს ლევან ეს ისეთი სპორტია მუდმივად მიყოლებით მოგება არარსებობს. დადებითი ბალანსი გააკეთე, არ თქვან ვიჩქარეთ ოძეკობის მიცემაო, რა იციან იოკუძუნაც რომ გახდები! რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო ხოდა აბა შენ იცი!!!!
asaqsdasa
13 სექტემბერი 2018 12:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული