ტოჩინოშინი და სხვები - 5 დღე მიილია, ვინ რამდენი გამოიმუშავა აკი ბაშოზე?

AutoSharing Option
წლის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბაშომ საკმაოდ დიდი ინტერესი სპონსორებშიც გამოიწვია და შესაბამისად, კენსოების რაოდენობამაც იმატა.

კენშო ფულადი პრიზია, რომელსაც სპონსორები გამარჯვებულებისთვის აწესებენ.

აკი ბაშოზე უკვე მიილია მე-5 საშეჯიბრო დღე და შეგვიძლია დავთვალოთ, ვინ რამდენი კენშო გამოიმუშავა.

ტოჩინოშინმა სულ 5 ბრძოლა გამართა, რომელშიც სამში გაიმარჯვა. ამ სამ შეხვედრაში მან 18 კენშო გამოიმუშავა. ერთი კენშო 60 000 იენს უდრის, რაც ქართულ ვალუტაში 1407 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ დროისთვის ტოჩინოშინმა 25 326 ლარი გამოიმუშავა.

ტოჩინოშინისა და მიტაკეუმის ბრძოლა დღის მთავარ დაპირისპირებად მოინათლა. აქედან
გამომდინარე, სპონსორების მიერ გამოყოფილი თანხებიც მეტი იყო. მიტაკეუმმა ლევან გორგაძის ძლევით 12 კენშო გამოიმუშავა (16 884 ლარი). მას, ჯამში, 5 გამარჯვების შემდეგ 55 კენშო დაუგროვდა (77 385 ლარი).

გამომუშავებული კენშოებით ლიდერია იაპონელი იოკოძუნა კისენასოტო, რომელსაც ხუთი ბრძოლის შემდეგ 135 კენშო აქვს (189 945 ლარი). მდევარია იოკოძუნა ჰაკუჰო 111 კენშოთი (156 177 ლარი), მესამე ადგილზე კი იოკოძუნა კაკურიუა, რომელსაც 86 კენშო აქვს (121 002 ლარი).

ათეული კი ასე გამოიყურება:
  1. კისენასოტო - 135 კენშო
  2. ჰაკუჰო - 111 კენშო
  3. კაკურიუ - 86 კენშო
  4. მიტაკეუმი - 55 კენშო
  5. ტაკაიასუ - 42 კენშო
  6. ასონოიამა - 22 კენშო
  7. შოჰოზანი - 20 კენშო
  8. აბი - 19 კენშო
  9. კოტოშოგიკუ - 18 კენშო
  10. ტოჩინოშინი - 18 კენშო

altაკი ბაშო. V დღე: ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ფოტოა. სუმოს ვარსკვლავები...
პ.ს. გოეიდოს აქაც დამპლური გამომეტყველება აქვს :)
შოთა
14:45 14-09-2018
0
სხვისი ფულის დათვლის გარდა, სხვა კომენტარი არ გაგაჩნიათ?
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული