ლევან გორგაძემ ბრაზილიელი კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა, მასთან პირადი ბალანსი კიდევ უფრო გამოიკეთა და ამ დროისთვის სამი მოგებით სჯობნის (10:7).
ამ მოგების შემდეგ ქართველ ფალავანს ტურნირზე ბალანსი 6:4-ზე აქვს. 2 მოგებაც და გორგაძე დადებით ბალანსს გაიფორმებს, რის შემდეგაც მას ოძეკის წოდების დაკარგვა აღარ დაემუქრება.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიო იქნება, ვისთანაც ქართველს ძალიან ცუდი ბალანსი 2:22-ზე აქვს. აღსანიშნავია, რომ იოკოძუნა აკი ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია.
სასიხარულო ამბავი გვაქვს ჯურიო ლიგიდან, სადაც ქართველი ფალავანი თეიმურაზ ჯუღელი ასპარეზობს. მან სეიო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ამ დროისთვის ბალანსი 5:5-ზე აქვს. გაგამარუს კიდევ 3 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს.
მისი მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 7:11-ზე აქვს.
აკი ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინი იოკოძუნა კისენოსატოსთან დამარცხდა [VIDEO]
არაუშვს, როგორმე რვა მოგებამდე მივალთ და შემდეგ ბაშოზე დავანთებთ ცეცხლს