ლევან გორგაძე მეოთხე მაეგაშირა აბი მასატორას შეხვდა, მავაშში ხელის ჩავლებით თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და შიტატენაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ ფალავანმა ოძეკის ტიტული გადაარჩინა და მას აღარაფერი ემუქრება. ის ნოემბრის ბაშოზე კვლავ ოძეკის ტიტულით წარდგება.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაისუ იქნება, რომელთან უარყოფითი ბალანსი 7:9-ზე აქვს.
ჯურიო ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა გაგამარუმ, რომელმაც მესამე ლიგის წევრ ტომოკაძესთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელს ბალანსი 6:8-ზე აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას დიდი ალბათობით მესამე ლიგაში დააქვეითებენ.
წარმატებები ჩვენს გმირს მომავალშიც და შორს იყოს მისგან ტრამვები!!!