![](https://sportall.ge/pictures/image31/d978f9565b3834cb9c51c8d6965cb39c.png)
სუმოისტებმა საგამოფენო მოგზაურობა ქალაქიდან ქალაქში დაასრულეს. ახლა ყველანი ფუკოაკოში არიან შეკრებილები და მოსამზადებელ ვარჯიშებს მართავენ.
![ვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ebb18e6d3782cbb9c01b9a5b216ca1f9.jpg)
ბოლო ვარჯიში ქართველმა ფალავანმა მიტაკეუმთან, ტოჩიოზანთან და აოიამასთან გამართა, ის სულ 19-ჯერ შეერკინა მათ და მათგან 11 შეხვედრა მოიგო. ქართველმა ვარჯიშების დროს მცირე კომენტარიც გააკეთა: "ყველა საკმაოდ კარგად მომზადებულია. ერთმანეთთან ვარჯიში ჩვენ ძალიან დიდ სხვაობას გვაძლევს. მე ვცდილობ, დადებით განწყობაზე ვიყო, რადგან წინ რთული დღეები გველის".
![ვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე Sportall.Ge](/pictures/artimages/original/027d53cb39c549b2d32ba7f3eba6bb30.jpg)
თუმცა ქართველი სეკიტორი ყურადღების ცენტრშია და
![ვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე Sportall.Ge](/pictures/artimages/original/2ce24b2279dd8f8caa9de35b2bd39c93.png)
ტოჩინოშინს არც ფოტოსესიებში მონაწილეობა აკლია. სულ ბოლოს ფოტოები მან გეიშებთან გამოაქვეყნა. გეიშა ტალანტის მქონე ადამიანს ნიშნავს, რომელსაც ძალიან დიდი როლი უჭირავს იაპონურ კულტურაში. მათი მოვალეობა დადებითი განწყობის შექმნაა.
![ვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ee13b7e12ed2728341e324ccbfed500d.jpg)
პარალელურად, აქტიურად ამზადებენ დოჰიოს, სადაც ნახევარღმერთები წლის ბოლო ბრძოლებს გამართავენ.
<土俵築>大タコを使い、皆で表面を固めていきます。#sumo #相撲 pic.twitter.com/cJl2B96hhj
— 日本相撲協会公式 (@sumokyokai) November 5, 2018
ბანძუკე განახლდა - რა წოდებებით წარდგებიან ქართველები ნოემბრის ბაშოზე?