ხვალ კიუშუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინი ბაშოს მოგების მთავარი პრეტენდენტია

AutoSharing Option
ხვალ, 11 ნოემბერს ოფიციალურად იწყება კიუშუ ბაშო და წლის ბოლოს ტურნირში ქართველი სუმოისტები მორიგი წარმატებისთვის იბრძოლებენ. 

აქტიურად მიდის საუბარი თუ ვინ იქნება ამ ბაშოზე ფავორიტი. სუმოს იაპონელი ექსპერტები მოსამზადებელი პერიოდიდან გამომდინარე მთავარ ფავორიტებად: ტოჩინოშინს, იოკუძუნა კისენასოტოს და ოძეკ ტაკაიასუს მიიჩნევენ. თავისი შანსებისთვის იბრძოლებენ ოძეკი გოეიდოც და სეკივაკე მიტაკეუმიც.

ნოემბრის სუპერტურნირი ქალაქ ფუკუოკაში კოკუსაი ცენტრში იმართება, რომელიც 15 000 - მდე ადამიანს იტევს.

როგორც იცით, ორი დღით ადრე ცნობილი ხდება პირველი და მეორე დღის განრიგი. შესაბამისად ცნობილია თუ ვის დაუპირისპირდება ტოჩინოშინი.

1 დღე
- მისი მეტოქე კომოსუბი ტამავაშია, რომელიც წინა ბაშოზე ქართველმა სეკიტორმა ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ორი სუმოისტი წელს ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ და მათგან 3 ბრძოლა ლევანმა მოიგო. ჯამში მათი ურთიერთშეხვედრები 24 ბრძოლას ითვლის და ქართელს დადებითი ბალანსი აქვს 16:8-ზე.

altაკი ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინს წარბი გაუსკდა, მაგრამ მაინც მოიგო! [VIDEO]

2 დღე - ტოჩინოში მეორე მეტოქე 28 წლის მესამე მაგეშირა ნიშიგიკია, რომლის მაქსიმუმია ამ ტიტულზე აღზევებაა. ქართველი ფალავანი იაპონელთან სულ სამჯერ არის შეხვედრილი, მათგან ორში ჩენებურმა გაიმარჯვა.

რაც შეეხება გაგამარუს, საერთოდ მაკუშიტას (მესამე დივიზიონი) განრიგი წინასწარ ცნობილი არ არის, თუმცა წინა ბაშოსგან განსხვავებით უმაღლეს დივიზიონს 3 კაცი აკლია და ის პირველ დღეს ჯურიო ლიგაში (მეორე ლიგა) იასპარეზებს. მისი მეტოქე 23 წლის ტომოკაძე იქნება, რომელსაც ერთადერთხელ წინა ბაშოზე შეხვდა და ჰატაკიკომით დამარცხდა.

დანაკლისი

ამ ბაშოს სამი ძლიერი სუმოისტი აკლია, იოკუძუნა ჰაკუჰო და იოკუძუნა კაკურიო, რომლებიც ტრავმის გამო ვერ ახერხებენ ასპარეზობას. ტრავმა აქვს თუმცა ტურნირის მსვლელობისას დაბრუნდება ბრაზილიელი კაისეი.

ბანძუკე

რაც შეეხება წლის ბოლო ბანძუკეს მაღალი საფეხურები ასე ნაწილდება


  • იოკუძუნა - კაკურიუ, ჰაკუჰუ, კისენასოტო
  • ოძეკი - ტოჩინოშინი, გოეიდო, ტაკაიასუ
  • სეკივაკე - მიტაკეუმი, იჩინოჯო
  • კომოსუბი - ტაკაკეიშო , კაისეი
  • პირველი მაეგაშირა - მიოგირიუ, ჰოკოტოფუჯი
  • მეორე მაეგაშირა - ტოჩიოზანი, ტამავაში

ტრანსლაცია

სუმოს დაპირისპირებების ყურება ტრადიციულად ჩვენს საიტზე და facebook გვერდზე შეგეძლებათ.

altტოჩინოშინის შანსები იზრდება - კიუშუს ბაშოზე ჰაკუჰო და კაკურიუ არ იქნებიან

altვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიუშუ ბაშო კარგია რომ იწყება..მაგრამ ბანძუკეს რა ბედი ეწია?
გელა ნუგზარაშვილი
23:18 10-11-2018
0
წარმატებები ტოჩინოშინს, ყველა სულმოუთქმელად ველით მის იოკოძუნობას. ერთი კი უნდა გთხოვოთ. ერთ-ერთ ბაშოზეც მიიღეს ტრავმა იოკოძუნებმა და გვიხაროდა, მეტოქეები ჩამოშორდაო, ჰოდა სულ მალე ტოჩიმაც ტრავმა მიიღო. ღმერთმა დაიფაროს ამისაგან, მაგრამ ჩვენ არ გვმართებს "злорадствовать"(მაპატიეთ, მაგრამ ქართულად შესატყვისი სიტყვა ვერ გავიხსენე)
emigranti
14:07 10-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული