კიუშუ ბაშო. VI დღე: ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი მინიმუმამდე შემცირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 ნოემბერს კიუშუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა.

ქართველი ოძეკის მეტოქე ნომერ მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც ჩვენებურს მარტის შემდეგ სამი მარცხი ჰქონდა.

ექვსი შეხვედრის შემდეგ ქართველ ფალავანს ბალანსი 3-3-ზე აქვს.

რაც შეეხება გაგამარუს, ის დღეს დოჰიოზე არ გამოსულა.

altკიუშუ ბაშო. V დღე: ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯისთან დამარცხდა

altკიუშუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინმა კაისეი დოჰიოდან გააძევა [VIDEO]

altკიუშუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა მიოგორიუ დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
საერთოდ საიდან წამოვიდა ის აზრი რომ ლევანი ჩენპიონაობის უპირველესი კანდუდატი იყო?! ერთი რომ არ არის ფორმაში, მაგრამ ეგ არაფერი, შემდგიმ ტურნირებს უფრო მონზადებული შეხვდება. მე ის უფრო პრობლემად მიმაჩნია რომ ბოლომდე წაკითხული აქვთ მისი ჭიდაობის სტილი.
პაატა
14:58 16-11-2018
0
სამწუხაროდ მხოლოდ ფიზიკური მონაცემები ამ დონეზე წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის. ლევანი ჩვენი კუმირია, რომელზედაც აუგი არავის დასცდება. მისი ჩემპიონობისა და ოძეკობის შემდეგ გულანთებულები ვუყურებთ და ველოდებით წარმატებას, კრიტიკის ნატამალსაც არ ვაჩენთ რადგან ვიცით ხან ტრავმა აქვს, ხან ფორმაში ვერ არის და ვუგებთ. მაგრამ კრიტიკა საჭიროა და მით უმეტეს სპორტში. ლევანს ძალიან დიდი პრობლემა აქვს სისხარტეში როგორც ფიზიკურად ასევე გონივრულად. ტლანქი მოძრაობები აქვს და ვერ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. მისი სტილით სულ 2-3 რიკიში იბრძვის მაკუუჩი დივიზიონში, დანარჩენები ნახეთ როგორი სისწრაფით ცვლიან ილეთებს ბრძოლის მომენტში. მე ვფიქრობ რომ ლევანი მისი სტილით ყველა მოწინააღმდეგეს გაშიფრული ყავს და ესეც ახალს ვერაფერს უპირისპირებს. ასე თუ გაგრძელდა, საეჭვოა რამე უფრო დიდი შეძლოს.
ანესთეზეოლოგი
14:08 16-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული