მოყვარული სპორტსმენები ერთმანეთს ღია ცის ქვეშ, თოვლისგან გაკეთებულ დოჰიოზე შეერკინებიან. მონაწილეობის მსურველი აუცილებელად უნდა იყოს 18 წლის ზემოთ.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება უფასოა, მსურველი 22 დეკემბერს 13:00 საათზე დაბა ხარაგაულში უნდა გამოცხადდეს.
ტურნირში გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და სხვადასხვა სახის წამახალისებელი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. აგრეთვე სპეციალური პრიზი გადაეცემა მას ვინც სუმოს რიტუალებს ყველაზე კარგად შეასრულებს.