22 დეკემბერს ხარაგაულში "თოვლის ბაშო" გაიმართება

AutoSharing Option
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი 22 დეკემბერს, სუმოს რიგით მეორე სამოყვარულო ჩემპიონატს ატარებს. „დევების ბაშოს“ შემდეგ, ხარაგაული „თოვლის ბაშოს“ უმასპინძლებს.

მოყვარული სპორტსმენები ერთმანეთს ღია ცის ქვეშ, თოვლისგან გაკეთებულ დოჰიოზე შეერკინებიან. მონაწილეობის მსურველი აუცილებელად უნდა იყოს 18 წლის ზემოთ.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება უფასოა, მსურველი 22 დეკემბერს 13:00 საათზე დაბა ხარაგაულში უნდა გამოცხადდეს.

ტურნირში გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და სხვადასხვა სახის წამახალისებელი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. აგრეთვე სპეციალური პრიზი გადაეცემა მას ვინც სუმოს რიტუალებს ყველაზე კარგად შეასრულებს.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ტოჩინოშინი ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას. ქართველმა გულშემატკივარმა დაიმსახურა ტოჩის ლაივში ხილვის სიამოვნება.
ტოჩი არ მიიღებს მონაწილეობას?
15:42 18-11-2018
2
ეს არის სამოყვარულო ჩემპიონატი. ტოჩი მონაწილეობას ვერ მიიღებს. დასწრებას თუ მოახერხებს, რა აჯობებს მაგას
მირიან
19:15 18-11-2018
1

სიახლეები პოპულარული