ტოჩინოშინის იოკუძუნობის შანსები - ფაქტები უახლოესი ისტორიიდან

AutoSharing Option
ბევრი კითხვა ისმევა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ტოჩინოშინი იოკუძუნა გახდეს.

დავიწყოთ იმით თუ რას ნიშნავს იოკუძუნობა? ეს ნიშნავს დიდ ჩემპიონობას და არა მარტო, ეს არის იაპონელებისთვის ძალიან წმინდა და ფაქიზი რამ.

იოკუძუნები ბრძოლის გარდა ასრულებენ სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებს, მათ აქვთ უფლება ჩაიცვან დაწნული თეთრი ქამარი რომლითაც სხვადასხვა ტრადიციას უძღვებიან. ისინი ასრულებენ სპეციალურ ცეკვებსა და მოძრაობებს, რაც იაპონიაში მხოლოდ იოკუძუნებს ძალუძთ.

ამ ეტაპზე სუმოს სამყაროს ჰყავს სამი იოკუძუნა: კისენოსატო, ჰაკუჰო და კაკურიო. რა გზა გაიარეს მათ იოკუძუნობამდე?

კაკურიუ
- 32 წლის მონღოლი სუმოისტია. სიმაღლეში 186 სანტიმეტრი და წონაში 150 კილოგრამი. მისი ისტორია სუმოში ზუსტად 17 წლის წინ დაიწყო და დღემდე ტრიუმფალურად გრძელდება. მის კარიერაში პირველად მოხდა, როცა ზედიზედ ორი ბაშო მოიგო.

კაურიო 2012 წლის ნაცუ ბაშოზე გახდა ოძეკი, მას შემდეგ მან 10 ბაშო კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსით) დაასრულა, ხოლო მეთერთმეტე ბაშოზე 14:1-ზე ჰქონდა ბალანსი და ის ერთიც ჰაკუჰოსთან დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო მისი მეოთხე ჯუნ-იუშო (ვიცე ჩემპიონობა).

ოძეკობიდან მეთორმეტე ბაშოზე კი ჰაკუჰო დაამარცა და 14:1-ზე შეძლო თავისი პირველი ჩემპიონობის მოპოვება. რის შემდეგაც 2014 წლის ნაცუ ბაშოს იოკუძუნას რანგში შეხვდა.

ჰაკუჰო - 33 წლის მონღოლი სუმოისტია. სიმაღლეში 192 სანტიმეტრი და წონაში 153 კილოგრამი. მისი შედეგები ფენომენალურია - ჰაკუჰოს 40 ბაშო აქვს მოგებული.

ჰაკუჰო ოძეკი 2006 წლის ნაცუ ბაშოზე გახდა, მან მომდევნო ბაშოზე პირველი ჩემპიონობა მოიპოვა და მომდევნო სამი ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა, ხოლო შემდეგ ზედიზედ ორი ბაშო მოიგო - ერთერთი 15:0-ზე ბალანსით და ის იოკუძუნად აკურთხეს.

კისენოსატო - 31 წლის იაპონელი სუმოისტია. სიმაღლეში 188 სანტიმეტრი და წონაში 177 კილოგრამი.

ოძეკი 2012 წელს გახდა, მას შემდეგ 2016 წლის ბოლომდე ის 10-ჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი, თუმცა მისთვის იოკუძუნობის მიცემა 2017 წლის ჰაცუ და ჰარუ ბაშოს მოგებამ განაპირობა.

თუ კაკურიუს ისტორიას გავითვალისწინებთ, ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა და საუკეთესო ვარიანტში შემდეგ ბაშოს თუ მოიგებს და სუმოს ასოციაცია კეთილს ინებებს, აქვს შანსი, რომ იოკუძუნობა მოიპოვოს. სხვა შემთხვევაში მას მინიმუმ ზედიზედ ორი ბაშოს მოგება მართებს.

altექსკლუზივი. გაგამარუ: სანამ ვჭიდაობ, ტკივილს ნემსებით უნდა ვებრძოლო

altმეტი პასუხისმგებლობა და VIP სტუმარი - რა უპირატესობები აქვს ტოჩინოშინს ოძეკის რანგში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული