რამ გამოიწვია ტოჩინოშინის არასტაბილურობა და ვინ არის ფავორიტი? - კიუშუ ბაშოს ამბები

AutoSharing Option
კიუშუ ბაშოს დაწყებამდე ტოჩინოშინი ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ქართველ ფალავანს ისე არ წაუვიდა საქმე, როგორც გვეგონა. 12 დღის შემდეგ მისი ბალანსი 6-6-ზეა და კითხვის ნიშნის ქვეშაა კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) ამბავი.

ხოლო, თუ ტოჩინოშინი მაკე-კოშს (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებს, მას ისევ კადობანში ჩააყენებენ და მომავალ ბაშოზე მოუწევს ოძეკის ტიტულის თავიდან დაცვა.

არადა, მან მოსამზადებელი პერიოდი იდეალურად ჩაატარა. სეზონის დასაწყისში ამ ყველაფერს იოკუძუნა კაკურიუსა და იოკუძუნა ჰაკუჰოს ტრავმა დაერთო. ქართველ ოძეკს კი ისღა დარჩენოდა, ნახევარღმერთების ორთაბრძოლაში სხვებისთვის არაფერი დაეთმო. ამავდროულად, ბაშოს მიმდინარეობისას ბრძოლების
გაგრძელება იოკუძუნა კისენასოტომა და ოძეკმა გოეიდომაც ვეღარ შეძლეს.

ტოჩინოშინის მთავარი პრობლემა, საერთო ჯამში, ტაქტიკა გამოდგა. თითოეული მეტოქე მას განსაკუთრებულად დაუდგა და იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ მისთვის. ქართველი ფალავნის მცდელობები, მავაში აეღო, წარუმატებლად სრულებოდა და ის ტაქტიკას მეტოქეების მიხედვით არ ცვლიდა.

ბაშოს პირველ ნახევარში მას არც უცდია ბრძოლის სხვა მიმართულებით წაყვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევანმა ტაჩიაის (საწყისი შეჯახება) უმრავლესობა წააგო. ამავდროულად, მან მის ვერცერთ უხერხულ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო: შოდაისთან, ტაკაკეიშოსა და ტაკაისუსთან უშანსოდ დამარცხდა.

ლევანს წინ 3 ბრძოლა ელის. მისი სიტუაციიდან გამომდინარე, მას შედარებით დაბალი რანგის მაეგაშირებს დაუპირისპირებენ, რათა შანსი მისცენ, რომ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს. ახლა ყველაფერი ქართველ ოძეკზეა დამოკიდებული.

კიუშუ ბაშოს ფავორიტები
ბაშოს 11 გამარჯვებით 22 წლის ტაკაკეიშო ლიდერობს, რომელსაც თავის არცთუ ისე დიდ კარიერაში, შანსი აქვს, იმპერატორის თასს დაეუფლოს. მისი მაქსიმუმი აქამდე ჯუნ-იუშო იყო.

10 გამარჯვებით მდევარი ოძეკი ტაკაისუა, რომელმაც 2017 წლიდან მოყოლებული, ყველა ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა და მოგების შემთხვევაში იოკოძუნობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ტაკაიასუ 28 წლის სუმოისტია და ამავდროულად, იაპონელია, ეს კი ხელს უწყობს უმაღლესი ტიტულის მოპოვებაში.

თუმცა ტაკაკეიშოსა და ტაკაიასუს შორის შეხვედრა ჯერ არ გამართულა. სავარაუდოდ, მათი შეხვედრა ბაშოს მე-15 დღეს გაიმართება. ისინი ექვსჯერ არიან შეხვედრილები და ოთხი გამარჯვებით უპირატესობას ოძეკი ფლობს. ბოლო დაპირისპირებაშიც ტაკაიასუმ გაიმარჯვა.

გაგამარუ
მესამე ლიგაში დაქვეითებულმა ქართველმა ფალავანმა 4 ბრძოლა მოიგო და ჯურიო ლიგაში დაბრუნება გაინაღდა. როგორც იცით, მაკუშიტა დივიზიონში სუმოისტები სულ 7 ბრძოლას მართავენ და 4 გამარჯვება უკვე კაჩი-კოშია. მას ერთი ბრძოლა აქვს დარჩენილი და მომავალ წელს ისევ სეკიტორის რანგში დაბრუნდება.

altკიუშუ ბაშო. XII დღე: ტაკაიუასუმ ტოჩინოშინი დოჰიოდან გააძევა, ბალანსი ისევ თანაბარია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
გეთანხმებით,საჭიროა მრავალფეროვანუ ტაქტიკა შეიმუშავოს, რათა მეტოქე ვერ მიხვდეს, როდის რა ილეთს გამოიყენებს.
ლიახვისპირელი
17:07 23-11-2018
0
არადა რა კაი შანსი გვქონდა ამ ბაშოს მოგებისა და ახლა საქმე ოძეკობის შენარჩუნებაზე გვიდგას.
გერა
13:09 23-11-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული