ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა - რა ელის ოძეკის ტიტულს?

AutoSharing Option
ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა. როგორც ცნობილი გახდა, მან არსებული ტრავმის გამო მეტად აღარ გარისკა და იანვრის სუპერტურნირიდან თავი მოიხსნა.

ჯერ კიდევ ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ლევანს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, თუმცა ქართველმა სეკიტორმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. ლევანის მონდომების მიუხედავად, პირველ ოთხ ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ის უშანსოდ იყო. ტოჩინოშინი, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელების იმედად იბრძოდა, რადგან ფეხზე დაყრდნობას და მიძალებას ვერ ახერხებდა.

როგორც იცით, ქართველმა ოძეკმა  პირველი 4 ბრძოლა დათმო და მაკე-კოშამდე ამდენივე დაპირისპირება აშორებდა. ბაშოს დასრულების შემდეგ ლევანს
აუცილებლად ჩააყენებენ კადობანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტის ბაშოს თუ ის მინიმუმ 8 გამარჯვებით არ დაასრულებს, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ლევან გორგაძე რეაბილიტაციას დღეიდან იწყებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მომავალ ბაშოზე არათუ კაჩი-კოშზე, არამედ უფრო მეტი მიზნებითაც მოგვევლინება.

altჰაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინი ტრავმას და მეტოქეებს ვერ უმკლავდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგრე რა შე დალოცვილო, მიხედე თავს. ასე ტრამვას უფრო გაირთულებდი. ახლა მოხვალ ფორმაში და მარტის ბაშოზე ისევ გაგვახარებ.
Geno
17 იანვარი 2019 09:43
1
ლევანმა კარგად იცოდა,რომ წესით ამ ბაშოზე არ უნდა გასულიყო.გარისკა და მაინც გავიდა.უკვე ორი ბრძოლის შემდეგაც ცხადი იყო,რომ შანსი არ ჰქონდა და კიდევ ორი ბრძოლის გამართვა,ჩემი აზრით, ლევანის გუნდის უხეში შეცდომა იყო.რაც მოხდა,ვეღარაფერს შეცვლი.ღმერთმა ქნას,რომ ტრავმა ძალიან არ გამწვავდეს და მომდევნო ბაშოზე მაინც მოესწროს აღდგენა.არა და სულ რომ არ გამოსულიყო,ამის გაცილებით უკეთესი შანსები ექნებოდა.წარმატებებს ვუსურვებ ტოჩისაც და გაგამარუსაც.
სოსო
17 იანვარი 2019 10:53
2
ეხლა ერთ რამეს დავწერ და სანამ შემეწინააღმდეგებით ბოლომდე წაიკითხეთ ჯერ

კავკასიელებს ახასიათებს (ქართველი კი ვარ მარა მე არ ვარ ეგეთი არ მივიჩნევ მაგის ნაწილად თავს) ტრიპაჩობა ესეთ რაღაცეებში, ვინიცობაა გაუვარდა და მოიგო ტვინი უნდა გაბურღონ მერე იმანაც და მთელმა იმისმა საძმაკაცომაც რო აი რა მაგარია ცალი ხელით მოუგო რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ერთი ქართველი ას თურქს კლავდა ცალი ხელით და ა.შ. ნუ სადღეგრძელო ბაზარი რა

რეალურად ესე ცალი ხელით ციებ-ცხელებით ასთმის შეტევის დროს და ა.შ. მაინც შეჯიბრებაზე გასვლა არც კაცობა არაა არც ვაჟკაცობა და არც რაინდობა თუ წაგების მერე 24 საათი მაგაზე ილაპარაკებ რო კარგად რო ვყოფილიყავი მოვიგებდიო, თუ რისკავ და მაინც გადიხარ ეგეთ მდგომარეობაში კეთილი ინებე და რო წააგებ ხმა არ ამოიღო, აი ეგ იქნება კაცობა. მეორე მხარეს მდგომ სპორტსმენს არაფერი დაუშავებია, მოემზადა კაცი, იშრომა და ამ დროს ვიღაცა და იმას აყოლილი ვიღაცეები ეუბნებიან რო თურმე რა ცუდი კაცია როგორ არ შეეცოდა ძალით უნდა წაეგო არ გაიხაროს მაგან და მოკლედ ჯვარზე გააკრავენ ხოლმე.

გამოჯანმრთელდი 100%ით და ისე გადი ტურნირზე, აი ზუსტად ეგაა ფეირ პლეის პრინციპების დაცვაც ვაჟკაცობაც და კარგი სპორტსმენობაც, ის კი არა მოტეხილი ხელით რო მაინც გადიხარ ტურნირზე ჯანმრთელ სპორტსმენთან საბრძოლველად და წაგების მერე თან ქალივით ტირიხარ თან იმ კაცს უმხედრებ გულშემატკივარს, იმან დააშავა შენ რო მოუმზადებელი გახვედი?
ეს ბოლო წინადადება კონკრეტულად ტოჩინოშინს არ ეხება მარა რამდენი წელია შეხება მაქვს ჭიდაობასთან და ვერ ამოიძირკვა ეს საერთო კავკასიური სენი რა
Beqa
17 იანვარი 2019 15:18
4
ალბათ საჭირო იყო რამოდენიმე ბრძოლის ჩატარება! ჩვენზე უკეთ, თვითონ იციან! ნუ გამოხტებით ხოლმე ამდენი პროფესორები!!!!!!!!!
რიგითი
17 იანვარი 2019 15:53
3
ახალი წლების მერე ქართველს შეჯიბრება უნდა? საცივს და მწვადებს რომ მიადგები და ღვინოს გადაუძახებ,მოიგებ რამეს?
ფხიი
17 იანვარი 2019 12:07
40
თუ არ იცნობ ამათ ცხოვრების წესს, ტყუილად ნურაფერს იტყვი გაუაზრებლად პატივცემულო. ჯერ მის რეჟიმს გაეცანი და მერე ისაუბრე მწვადზე და ღვინოზე. მაგ წესს რომ მისდევდეს, ერთ ბრძოლასაც ვერ მოიგებს
:)))))
17 იანვარი 2019 13:45
1
ქართველმა როგორ წააგო? ქართველი ხომ ყველაზე მაგარია
ხახა
17 იანვარი 2019 14:20
12
მე ვარ ბესო
ბესო
17 იანვარი 2019 17:52
0
გაგამ რა ქნა? აღარ გვეტყვით ხოლმე?
ვვვ
17 იანვარი 2019 15:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული