როგორც უკვე დავწერეთ, ტოჩინოშინმა ტურნირიდან თავი მოიხსნა. რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს, გაგამარუს, მან თავისი შეხვედრა მოიგო.
თეიმურაზ ჯუღელი ტაკეკაძეს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი 3:2-ზე გაუხდა.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 8:11-ზე აქვს.
ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა - რა ელის ოძეკის ტიტულს?