mainichi.jp: "ტოჩინოშინმა ჰაკუჰოს სერიოზული წინააღმდეგობა ვერც ამჯერად გაუწია"

AutoSharing Option
იაპონური გამოცემა mainichi.jp ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) და ჰაკუჰოს დღევანდელ შეხვედრას ეხმაურება, რომელშიც ქართველი ოძეკი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამარცხდა.

"იოკოძუნა ჰაკუჰომ ოძეკი ტოჩინოშინი დაამარცხა და ზედიზედ 12 გამარჯვებით ჰარუ ბაშოზე ლიდერობა შეინარჩუნა.

ტოჩინოშინმა (6 მოგება, 6 წაგება) ჰაკუჰოს სერიოზული წინააღმდეგობა ვერც ამჯერად გაუწია. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ჰაკუჰო 28 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული.

მონღოლმა იოკოძუნამ ტოჩინოშინი გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენა, მცირე პაუზა აიღო და ოძეკი დოჰიოდან გადაიყვანა.

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად დარჩენილ შეხვედრაში ორი გამარჯვება სჭირდება, რათა სუმოს რანგით მეორე წოდებაში
დარჩეს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჭირს, რა დაემართა, ასე სუსტად რატომ არის ჩვენი ფალავანი , სიმძლავრე სად დაკარგა ?!
გლახუნა
12:57 22-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული