nikkansports.com: ყველა მოელის იხილოს არა "ოძეკი ტოჩინოშინი," არამედ "ზებუნებრივად ძლიერი ტოჩინოშინი"

AutoSharing Option
იაპონური გამოცემა nikkansports.com ტოჩინოშოშინზე სტატიას აქვეყნებს, რომელიც მოახლოებულ ბაშოს ეხება.

"ზაფხულის ბაშოზე ალბათ მთავარი განხილვის თემა იქნება ახალი ოძეკის, ტაკაკეიშოს გამოსვლა და მოიპოვებს თუ არა კვლავ იუშოს ახალ ერის (იაპონიაში ახალი წელთაღრიცხვა - "რეივა" იწყება) პირველ ბაშოზე ჰაკუჰო.

ასევე, ძლიერ საინტერესოა როგორ სუმოს აჩვენებს ტოჩინოშინი, რომელსაც ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

შარშან შემოდგომის ბაშოზე, პირველად კადობანზე დამდგარ ტოჩინოშინს გავესაუბრე, დილის ვარჯიშის შემდეგ. რადგან შევამჩნიე რომ ნეგატიურ განწყობაზე იყო დაუფიქრებლად ვკითხე: "შემდეგ ბაშოზე მაკეკოში რომც მოგივიდეს, იმის შემდეგ ბაშოზე
10 გამარჯვებით ომახიანად დაბრუნება არც თუ ისე ცუდი იქნებოდა არა?"

"თუ მასეა, ამ ბაშოზე 8 გამარჯვება უფრო მარტივი არ უნდა იყოს?" - უკმაყოფილო მზერით მომიგო. "ეგ კი, მაგრამ…" და აი ასე, წამში დასრულდა ჩვენი დიალოგი.

რომ დავუკვირდეთ. მას შემდეგ რაც ახალი ოძეკის რანგში შარშანდელ ნაგოიას ბაშოზე მარჯვენა ფეხის ცერა თითის იოგი დაიზიანა და ბაშოს ჩამოშორდა (კიუჯო), "8 მოგების" ნავსი/მძიმე ტვირთი მუდამ თან დაჰყვება.

მარცხის (მაკეკოში) შემთხვევაში ოძეკობას დაკარგვის საფრთხე და მშობლიურ საქართველოში გულშემატკივართა აღტაცება მისთვის დიდ წნეხად იქცა. რადგან წაგება ასე ცუდია, მისი ფიქრები მუდამ იქითკენაა მიმართული რომ არ წააგოს. თავში მხოლოდ სიტყვა "კაჩიკოში" უტრიალებს და მხოლოდ ის რომ როგორმე არ წააგოს, როგორმე მარცხი აირიდოს თავიდან. ასე კი უკვე წაგებათა ჯაჭვშია ჩაბმული.

განუწყვეტლივ ამას ვფიქრობ - ნუთუ ესაა ტოჩინოშინის სუმო?

როდესაც პირველი იუშო (ბაშოზე გამარჯვება) მოიპოვა შარშანდელ წლის პირველ ბაშოზე, ის ზებუნებრივად ძლიერი ჩანდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ მავაშიში თუ შევიდოდა, აღარ წააგებდა, ხოლო თუ მარჯვანა იოცუსაც მიაყოლებდა უკვე მოგება გარანტირებული ჰქონდა. მან შეუდარებელი, საზარელი ძალით დაიპყრო დოჰიო და სუმოს სანახავად მისული სტუმრები არაერთხელ გააოცა და აღაფრთოვანა. ამავე დროს, პირველი ადგილიც დაიკავა. ანუ, ცხრილში (ბანძუკე) დაწინაურება კი არა, ტოჩინოშინის, როგორც სუმოისტის მთავარი ნიშანი და მომხიბვლელობა პირველ რიგში მისი სანახაობრივი გამოსვლები იყო, რითიც ყველას დაამახსოვრა თავი.

მას შემდეგ რაც ოძეკი გახდა, უკვე 5 ბაშოა "ტოჩინოშინის სუმო" ჯერ ვერ ვიხილეთ. რატომ? ერთი მიზეზი ისაა რომ მოწინააღმდეგეები უფრო მეტად უფრთხიან და მავაშის თუ მიგი-იოცუს (მავაშიში მარჯვენა ხელის შიგნიდან ჩავლება) აღებას ადვილად აღარ ანებებენ.

მეორე თავად ტოჩინოშინის პირადი მიზეზია - მარჯვენა ფეხის ცერა თითის იოგის დაზიანებით დაწყებული, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში უწყვეტი ტკივილებით გაგრძელებული, არ აძლევს მას დამაკმაყოფილებელ ფიზიკურ კონდიციაში ჩადგომის საშუალებას. მაგრამ მგონია, რომ ყველაზე დიდი მიზეზი მისი კაჩიკოშიზე ფიქრით შებოჭილი გული და გონებაა.

ზაფხულის ბაშოზე მთავარი თემა ალბათ ყველასთვის მისი 10 გამარჯვება და ოძეკად დაბრუნება იქნება, მაგრამ პირადად ჩემი ფიქრები სხვაგანაა მიმართული. თუნდ სეკივაკე იყოს, თუნდაც ჰირამაკუში (მაღალი რანგის მაეგაშირა) იყოს არა უშავს. არა უშავს თუ პირნათლად დამარცხების დღეებიც ექნება. მთავარია ჩვეული სუმო აჩვენოს, მავაშიში მძლავრად შევარდნითა და ელვისებური იორიკირით. მოგება თუ წაგება მეორე ხარისხოვანია, მთავარია უპირველესად საკუთარ თავს მისდიოს. ვფიქრობ ყველა მოელის იხილოს არა "ოძეკი ტოჩინოშინი," არამედ "ზებუნებრივად ძლიერი ტოჩინოშინი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლევან იბრძოლებ ვიცით, დევკაცი ხარ, ჩვენი ამირანი ხარ. ჩვენ შენი გვჯერავს! გამარჯვებები ტოჩინოშინს, საქარტველოს!
aburjga
21:33 26-04-2019
0
მთავარია იორიკირის გარდა სხვა ილეთებიც დაამუშავოს, მარტო ეგ აღარ ჭრის უკვე.
წარმატებები ტოჩის.
ილო
23:25 26-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული