14 მაისს, ნაცუ ბაშოს მესამე დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 3:0-ზე გაუხდა.
ქართველი რიკიშის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელსაც აქამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა.
ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მას კიდევ 7 გამარჯვება ესაჭიროება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.
ხვალ გორგაძის მოწინააღმდეგე ტამავაში იქნება.
ჯურიო დივიზიონში გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა. გაგამარუმ, რომელიც მეშვიდე ნომერია, ჯურიოს მეცხრე ნომერ ჩიონოუმის სძლია და ბალანსი 2:1-ზე გაუხდა.
15 მაისს
ნაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა მეორე ორთაბრძოლაც მოიგო, გაგამარუ დამარცხდა [VIDEO]