ნაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა მეორე ორთაბრძოლაც მოიგო, გაგამარუ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მაისს, ნაცუ ბაშოს მეორე დღეს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ქართველის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაეიშო იყო. აქამდე გამართული 6 ორთაბრძოლიდან ლევანს 5 მოგებული ჰქონდა.

ტრადიცია ლევანმა არც დღეს დაარღვია და იაპონელი მეტოქე ადვილად გაიყვანა დოჰიოდან.

ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 2:0-ზე აქვს ბალანსი და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ 8 მოგება ესაჭიროება.

ქართველი ფალავნის შემდეგი მეტოქე ნომერი მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

რაც შეეხება მეორე ქართველ რიკიშის - სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ ჯურიო დივიზიონში დღევანდელი ბრძოლა კიოკუტაისეისთან
წააგო და ბალანსი 1:1-ზე გაუხდა.

altნაცუ ბაშო. I დღე: ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს - ტოჩინოშინი წინ ოძეკობისკენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰაკუჰო არ გამოდის ჩვენი ბიჭი კარგ ფორმაში ჩანს და იქნებ 10 კი არა 13-14 ორთაბრძოლა მოვიგოთ და ყველამ გავიხაროთ!
0
შეუბერე,ქართველო "ღვთაებრივო ქარო"!!!
Kamikadze
15:20 13-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული