ნაცუ ბაშო. III დღე: არის მესამე გამარჯვებაც! - ტოჩინოშინი უდანაკარგოდ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს, ნაცუ ბაშოს მესამე დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 3:0-ზე გაუხდა.

ქართველი რიკიშის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელსაც აქამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა.

ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მას კიდევ 7 გამარჯვება ესაჭიროება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.


ხვალ გორგაძის მოწინააღმდეგე ტამავაში იქნება.

ჯურიო დივიზიონში გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა. გაგამარუმ, რომელიც მეშვიდე ნომერია, ჯურიოს მეცხრე ნომერ ჩიონოუმის სძლია და ბალანსი 2:1-ზე გაუხდა.


15 მაისს
თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე კოტოიუკი იქნება, რომელსაც ბალანსი ქართველის მსგავსად აქვს.

altნაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა მეორე ორთაბრძოლაც მოიგო, გაგამარუ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა მნიშვნელობა აქვს ტაკაკეიშოა, ტამავაში, თუ ჰაკუჰო; გარინჩას მაგალითზე ყველა უნდა მიაწვინო ერთმანეთს. მიდი ტოჩი მიაწექი და გპირდები ყველა მოგებაზე შენი გაბარიტების შესაფერისი განსხვავებულით გადღეგრძელებ
ძია ანტონი
15 მაისი 2019 10:48
0
ძია ანტონ! რასაც ლევანი მოიგებს და ეს არც თუ ისე ცოტ იქნება, მართლა ნუ დალევ იდენს,თორემ მერე ვეღარ "უბალეშჩიკებ", (სასაფლაოზე ცუდად იჭერს ინტერნეტს), (ჯვარი გწერია)
გელა 67
15 მაისი 2019 11:39
0
ლევან, ძმაო. მოიგე ეს ბაშო ჩვენთვის!
უჩა მართალიშვილი
15 მაისი 2019 09:41
0
ლევანს წარმატებები... ბოლოში ვის რა მდგომარეობა აქვს (ყველა მონაწილის) მოგება/წაგებები ეგეც მიაწერეთ ხოლმე, ხალხნი არა ხაართ
BTC
14 მაისი 2019 17:14
1
ლევანს ოძეკობა ტამავაშისთან შეხვედრაში არ დაუკარგავს, ტაკაკეიშოსთან წააგო წინა ბაშოზე ბოლო მე-15 დღეს, რითიც სეკივაკედ დაქვეითდა, მაგრამ ტამავაშიც საკმაოდ უხერხული მეტოქეა და იმედია ხვალ ლევანი დაამარცხებს.
გულშემატკივარი
14 მაისი 2019 15:15
0
ტოჩინო, შვილოოოოოოო!!!
არჩილა
14 მაისი 2019 12:58
0
ოოო, სწორედ იმ ტამავაშიმ დაგვაკარგვინა ოძეკობა; ხვალ ეგ წიწილასავით უნდა ავაფართხალოთ! მიდი ტოჩი!
Amberki
14 მაისი 2019 12:50
1
მართალია, შემეშალა და მერე მივხვდი; მაგრამ ეს არაფერი ამას მოუგოს, ბევრ სხვასაც და იმის დრო როცა მოვა მაშინ ააფართხალოს
Amberki
15 მაისი 2019 08:36
0
ტაკაკეიშო იყო ეგ :)
Irakli Apkhaidze
14 მაისი 2019 14:15
0
ტოჩიი მიაწექიიიი!!!
ზუურ
14 მაისი 2019 12:38
0
დაბლებთან უნდა იყოს ფრთხილად წელქვევით უვარდებიან და მერე უჭირსს _)
ზურაა
14 მაისი 2019 12:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული