ნაცუ ბაშო. III დღე: არის მესამე გამარჯვებაც! - ტოჩინოშინი უდანაკარგოდ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს, ნაცუ ბაშოს მესამე დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 3:0-ზე გაუხდა.

ქართველი რიკიშის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელსაც აქამდე ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა.

ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მას კიდევ 7 გამარჯვება ესაჭიროება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.


ხვალ გორგაძის მოწინააღმდეგე ტამავაში იქნება.

ჯურიო დივიზიონში გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა. გაგამარუმ, რომელიც მეშვიდე ნომერია, ჯურიოს მეცხრე ნომერ ჩიონოუმის სძლია და ბალანსი 2:1-ზე გაუხდა.


15 მაისს
თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე კოტოიუკი იქნება, რომელსაც ბალანსი ქართველის მსგავსად აქვს.

altნაცუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინმა მეორე ორთაბრძოლაც მოიგო, გაგამარუ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა მნიშვნელობა აქვს ტაკაკეიშოა, ტამავაში, თუ ჰაკუჰო; გარინჩას მაგალითზე ყველა უნდა მიაწვინო ერთმანეთს. მიდი ტოჩი მიაწექი და გპირდები ყველა მოგებაზე შენი გაბარიტების შესაფერისი განსხვავებულით გადღეგრძელებ
ძია ანტონი
10:48 15-05-2019
0
ლევან, ძმაო. მოიგე ეს ბაშო ჩვენთვის!
უჩა მართალიშვილი
09:41 15-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული