ნაცუ ბაშო. VII დღე: ტოჩინოშინი დაუძლეველი კლდეა, ლევანმა უხერხული მეტოქეც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო. ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა (9:24), დღეს კი მის წინააღმდეგ მე-10 ბრძოლა მოიგო.


ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია. მისი დაწევის შანსი იოკოძუნა კაკურიუს აქვს, რომელიც მოგვიანებით გამართავს საკუთარ ბრძოლას.

დღეს მეორე ქართველმაც გაიმარჯვა. გაგამარუმ, რომელიც კარგ ბაშოს ატარებს, ჯიუროს მე-9 ნომერი მიტორიუ დაამარცხა და ბალანსი 5:2-ზე აქვს.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე მე-2 მაეგაშირა ენდო იქნება, ხოლო გაგამარუ ჯიუროს
მე-2 ნომერ ტაკაგენჯის დაუპირისპირდება, რომელმაც ამ ბაშოზე ყველა ბრძოლა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლევან გორგაძე გახლავთ საქართველოს ბრწყინვალე წარმომადგენელი!
რა ჩემპიონობა, რის დიდი ჩემპიონობა!!!
ლევანმა (როგორც მე ვხვდები) მიზნად დაისახა სუმოს ლეგენდობა!!!!!!!
ურთულესი გზაა!!!
წინ ამ გზის თავისუფლად გასავლელად, სულიერო, სისხლისმიერო და ნათელ-მირონო ძმაო!!!
varancoveli
00:33 19-05-2019
0
გილოცავ ლევან, ვულოცავ თემურს. სულ წარმატებებით გევლოთ!
ლიახვისპირელი
19:47 18-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული