ტოჩინოშინს გამარჯვება ჩაეთვალა - ტაკაკეიშომ ლევან გორგაძესთან ბრძოლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
დღეს, 20 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღე გაიმართება, თუმცა დოჰიოზე ტოჩინოშინის ბრძოლას ვერ ვიხილავთ.

მისი დღევანდელი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო ტრავმირებულია. ამიტომ ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან გორგაძეს მე-8 გამარჯვება ჩაეწერება და ახლა მისი ბალანსი 8:1-ზეა.

ტაკეკიშო სწორედ ის რიკიშია, რომელთანაც ქართველმა ფალავანმა გასულ ბაშოზე ბოლო ბრძოლა წააგო და ოძეკის ტიტული დაკარგა.

აღნიშნული ტიტულის დასაბრუნებლად, ტოჩინოშინს დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 2-ის მოგება სჭირდება. გარდა ამისა, ლევანი გათამაშების სათავეშიცაა და იოკოძუნა კაკურიუსა და მაეგაშირა ასანოიამას მსგავსი ბალანსი აქვს.
თუ აღნიშნული რიკიშები დღეს გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, გორგაძე ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 5:3-ზე ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინი და მიტაკეუმი ერთმანეთს სულ 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 7-ჯერ გამარჯვება ქართველს დარჩა.

ჯურიო დივიზიონში საკუთარი ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმ. მისი მეტოქე აზუმარიუ იყო. გაგამ მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
კაკურიუსთან იქნება გადამწყვეტი ჯახი და ჩემპიონობაზე ფიქრიც შეიძლება უკვე.
nugo
15:24 20-05-2019
0
ენდო შოთასთან რომ წააგო, იმას მგონი შოთა ჩოჩიშვილის დამსახურებით ჰქვია შოთა :) სადღაც წავიკითხე, ჩოჩიშვილი რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოში 72-ში, მერე დაიწყეს ბიჭებისთვის იაპონელებმა შოთას დარქმევაო. არ დამიგუგლავს რამდენად ეგრეა
შოთა
14:58 20-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული