ტოჩინოშინს გამარჯვება ჩაეთვალა - ტაკაკეიშომ ლევან გორგაძესთან ბრძოლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
დღეს, 20 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღე გაიმართება, თუმცა დოჰიოზე ტოჩინოშინის ბრძოლას ვერ ვიხილავთ.

მისი დღევანდელი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო ტრავმირებულია. ამიტომ ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან გორგაძეს მე-8 გამარჯვება ჩაეწერება და ახლა მისი ბალანსი 8:1-ზეა.

ტაკეკიშო სწორედ ის რიკიშია, რომელთანაც ქართველმა ფალავანმა გასულ ბაშოზე ბოლო ბრძოლა წააგო და ოძეკის ტიტული დაკარგა.

აღნიშნული ტიტულის დასაბრუნებლად, ტოჩინოშინს დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 2-ის მოგება სჭირდება. გარდა ამისა, ლევანი გათამაშების სათავეშიცაა და იოკოძუნა კაკურიუსა და მაეგაშირა ასანოიამას მსგავსი ბალანსი აქვს.
თუ აღნიშნული რიკიშები დღეს გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, გორგაძე ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 5:3-ზე ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინი და მიტაკეუმი ერთმანეთს სულ 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 7-ჯერ გამარჯვება ქართველს დარჩა.

ჯურიო დივიზიონში საკუთარი ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმ. მისი მეტოქე აზუმარიუ იყო. გაგამ მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
კაკურიუსთან იქნება გადამწყვეტი ჯახი და ჩემპიონობაზე ფიქრიც შეიძლება უკვე.
nugo
20 მაისი 2019 15:24
0
ენდო შოთასთან რომ წააგო, იმას მგონი შოთა ჩოჩიშვილის დამსახურებით ჰქვია შოთა :) სადღაც წავიკითხე, ჩოჩიშვილი რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოში 72-ში, მერე დაიწყეს ბიჭებისთვის იაპონელებმა შოთას დარქმევაო. არ დამიგუგლავს რამდენად ეგრეა
შოთა
20 მაისი 2019 14:58
1
ზუსტად ეგრეა. ჩოჩიშვილს გაგიჟებული ყავდა იაპონელები, ისეთი ფალავნები დაამარცხა მათი. თან იმ დროს, როცა იაპონია დომინირებდა ძიუდოში.
დავითი
21 მაისი 2019 11:48
0
იაპონიაში ტურნირზე იჭიდავა შოთა ჩოჩიშვილმა და მისი ჭიდაობით ისე იყვნენ აღფრთოვანებული იაპონელები,რომ ყველას მისი სახელი ეკერა,ამიტომაც გახდა სახელი"შოთა" პოპულარული და იაპონიაში ამ სახელს უამრავი ადამიანი ატარებს.
ნიკ
20 მაისი 2019 20:22
0
ყველა გამოხმაურება
ძალიან ბევრია ტრავმირებული. კიდევ დაისვენებს. მაგრამ სხვებიც დაისვენებენ.
ქ. გ.
20 მაისი 2019 13:25
0
ეს რა კარგი რამე დაწერე ბაჩო, როგორ გაგვახარე! გუშინდელ ბრძოლაში ნატკენ მუხლზე რომ დაეცა ტოჩი, ყველა ვნერვიულობდით... ახლა ჩვენი ჯილა დაისვენებს და ხვალ აქტიურად შეუტევს მიტაკეუმის!!!
Alex
20 მაისი 2019 12:20
0
ძალიან კარგი, ლევანმა დაისვენა, სხვებს ერთით მეტი ბრძოლის ჩატარება მოუწევთ.
გულშემატკივარი
20 მაისი 2019 10:57
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული