ნაცუ ბაშო. XII დღე: ოძეკის ტიტული ისევ გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს მე-3 მარცხი იწვნია ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. მისი დამარცხება მე-7 მაეგაშირა მაისეიმ მოახერხა.

დღეს მე-8 მაეგაშირა ასანოიამამ თავისი ბრძოლა ტამავაშისთან ასევე წააგო და ახლა ლევანი ასანოიამას ისევ 1 მოგებით ჩამორჩება. ასანოიამას მსგავსად 10 მოგება აქვს იოკოძუნა კაკურიუს.

აღსანიშნავია ის, რომ დაკარგული ბაშოზე არაფერია. ლევანს კვლავ შეუძლია როგორც ოძეკის ტიტულის დაბრუნება, ასევე ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ხვალ ტოჩინოშინი სწორედ ასანოიამას შეერკინება და გამარჯვების შემთხვევაში მას გაუთანაბრდება და შანსი არის, რომ მე-14 დღეს კაკურიუს შეახვედრონ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მის
ხელთ იქნება. რადგან თუ ლევანი დარჩენილ სამ ბრძოლას მოიგებს, იმდენივე მოგება ექნება, რამდენიც კაკურიუს(იმ შემთხვევაში, თუ ლევანთან დამარცხდება და დარჩენ 2 ბრძოლაში გაიმარჯვებს). თანაბარი მოგებების შემთხვევაში დაინიშნება გადამწყვეტი ბრძოლა კაკურიუსა და ტოჩინოშინს შორის და გამარჯვებული ნაცუ ბაშოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

სამწუხაროდ, მეორე ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმაც დათმო თავისი ბრძოლა და ახლა ბალანსი 7:5-ზე აქვს. ხვალ გაგას მეტოქე ჯიუროს მე-12 ნომერი ტობიძარუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
დაახლოებით ოთხი საათი გავიდა რაც დღევანდელი ასპარეზობა დამთავრდა და ხო შეგიძლიათ კაკუროს შესახებაც დაწეროთ, მოგიო თუ წააგო და რა შანსი გვაქვს კიდევ, მაგრამ მეტს ვერ მოთხოვ როცა არაკომპეტენტური საიტი და ასევე არაკომეტენტური სპოტული ჟურნალისტები არიან.
Givi
23 მაისი 2019 16:40
2
Qართულ საიტებს აღჭურვილობა სათანადო არ გააჩნიათ,კადრები მომზადებული არ ჰყავთ არც ანალიტიკოსები არც კომენტატორები არც ჟურნალისტები მსოფლიო დონის,ენების ფლობით წინწასწრებულად სიტუაციის გარჩევით და არა მუშტების ქნევით ჩხუბის შემდგომ,ვერ შეუძლიათ, ეს კი სპორტული სამინისტროების კომპლექტაციის ....აღჭურვილობით ...ბრალია და მათი მოწესრიგება კი მთავრობის უმოქმედობაა და მაშინ რაში იღებენ დივიდენდებს ან ერთნი ან მეორენი ,არაფრისკეთებაში ???მივხედოთ ურთიერთთ ქართველებო,ვიქართველოთ Oქროს ხანის საქართველოს აღორძინებამდე.დიდი ტტვნების ჭყლეტა ურთიერთ პატივისცემას და ნაღდ თანადგომას არა სიტყვიერს,არ ე საჭიროება,უპრობლემოდ გვძალუძს ყველა ქართველთა ყოფის ნიუანსების მოგვარებ სა სწრაფადაც,მხოლოდ -ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო- გვესაჭიროვება და ქადა ორი ხელით რომ იჭმევოდეს,ყველას გული უნდა გულობდეს ქართულად ერთ ბიძგად.....
America,Chicago.
23 მაისი 2019 18:57
0
სწორედ კაკურიუს ბრძოლის წინ წამებში შეწყვიტე ლივ სთრიმი რომელი ისედაც ხარვეზებიღ დროში დაგვიანებით და ხარვეზებით გადიოდა ასე აკეთებენ საერთაშორისო ფეხბურთის თამაშების დროსაც ქართული ნაკრების მონაწილეობით მომთხოვნი რომ არავინაა და მოქალაქეებიც ქვეყნის თათვთავიანთი ინტერესებით ფა ერთმანეთის Yანადგომით სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ და საიტებიც სუსტები გვაქვს ამიტომ კადებითაც არაფრის მაქნისობაზე მიგვითთითებ და უბედურება იმაშია რომ ამგვარი უსუსურობა ათწლობითაა და უპატრონოდ მიგდებული...
Japan
23 მაისი 2019 18:04
0
ყველა გამოხმაურება
ლევან არაუშავს. მე მჯერა შენი წარმატების. ერთიც მინდა გითხრა ოძეკობა რომც ვერ დაიბრუნო გმირი ხარ მთელი საქართველოს. შენ ხარ ადამიანი რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.

ასე რომ არაფერზე ინერვიულო. პირადად მე და არამარტო მე შენით ვამაყობთ და ვიამაყებთ მიუხედავად შედეგისა.
ადამიანი
23 მაისი 2019 14:28
2
ლევან არაუშავს, მჯერა თავს ხელში აიყვან და ჩემპიონობა შენს ხელშია. ჯერ არაფერია დაკარგული, შენთან ვართ.
123 321
23 მაისი 2019 14:26
0
ლევან, არ ვიცი ეს კომენტარი შენამდე მოაღწევს თუ არა.მაგრამ მინდა გითხრა , რომ ჩვენი ერის სიამაყე ხარ!
მიუხედავად ბოლო ორი მარცხისა ჯერ ყველაფერი წინაა და შენს ხელშია.
გთხოვ განთავისუფლდი გინებრივად იმ ტვირთისაგან რომელსაც მოვალეობა ჰქვია,გ
გაინთავისუფლე მედიტაციით გონება ამ ტვირთისაგან, ბევრს ფიქრობ და ეს გბოჭავს
წარმატებები ერთად გვეზეიმოს!!!

P.შ.ბელგიიდან გამხნევებ ერთი რიგითი ქართველი
მთელი ჩემი კოლეგები შენი ფანები არიან, შენ რომ ჭიდაობ აქ ყველაფერი ჩერდება.
ზურაბ საყვარელიძე
23 მაისი 2019 14:24
0
ბელგიიდან კოკა ყანდიაშვილთან დარეკვა არ დაგავიწყდეს :)
zaza
23 მაისი 2019 15:01
12
ძაან ერთფეროვანია.ყველა შეხვედრა წელში შესვლით და მერე ძალით გაყვანით მოიგო.
faqt
23 მაისი 2019 14:25
2
ისევ ჩაისვარა.ბოლომდე რომ გასიამოვნოს,ხო არ შეიძლება.
status quo
23 მაისი 2019 18:28
59
კაისეის კი არა მეისეის შეხვდა....
mirosan
23 მაისი 2019 13:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული